დავით დოიაშვილი
დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი („დოი“) (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.
დავით დოიაშვილი | |
---|---|
დოი | |
დაბადების თარიღი |
7 ოქტომბერი, 1971 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1988-1994 წლები |
პროფესია | რეჟისორი |
მშობლები |
მამა: თეიმურაზ დოიაშვილი დედა: მიმოზა სოსელია |
ჯილდოები | თეატრალური პრემია "დურუჯი", 2010 წ. |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ლიტერატურათმცოდნე თეიმურაზ დოიაშვილისა და მიმოზა სოსელიას ოჯახში. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1998–2001 წლებში იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მთავარი რეჟისორი, 2004 წლიდან — ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2005 წლიდან — დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2006-იდან — თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. დადგმული აქვს არაერთი ცნობილი სპექტაკლი, მ. შ., განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ დადგმას თავისუფალი თეატრის სცენაზე (2001 წელი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005). მიღებული აქვს თეატრალური „პრემია დურუჯი“ (2010), სანდრო ახმეტელის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები.
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირებათეატრალური ინსტიტუტში
- ისააკ ბაბელის ”მარია” (1992)
- გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი”(1993)
- პ. უესის "მარკიზ დე სადი” (1996)
- მანანა დოიაშვილის "აი, ხე" დაარქივებული 2016-09-09 საიტზე Wayback Machine. (1997)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში:
- რიუნოსკე აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ (1994).
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში:
- უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (1995),
- ანტონ ჩეხოვის „სამი და“ (1997),
- ოსკარ უაილდის „სალომეა“ (1998),
- ჟან მარსანი „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“, (1999).
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ახალგაზრდულ თეატრში:
- ჟან ანუის „მედეა“ (1995).
ბათუმის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში:
- ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ (2005).
ლონდონის West Yorkshire Playhouse დაარქივებული 2010-04-14 საიტზე Wayback Machine. თეატრში:
- არტურ მილერის „სეილემის პროცესი“ (1996)
სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრში:
- გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დე ლამერმური“ (2000).
თავისუფალ თეატრში:
- დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ (2001)
- ლუიჯი პირადელოს „ჰენრიხ IV“ (2003)
მუსკომედიის თეატრში:
- „იყო და არა იყო რა ... ანუ საშობაო ზღაპარი“
- "„სახლი საზღვარზე“
- „მუსიკის ჰანგები“
- „რისთავი „გაყრა“
- უილიამ შექსპირი „მაკბეთი“, (2010)
- ედმონდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (2011)
- მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (2014)
- რიონოსკე აკუტაგავა „ცხოვრება იდიოტისა“ (2015)
- მარტინ მაკდონა „ბალიშის კაცუნა“ (2016)
- მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით „მე გადმოვცურავ ზღვას“ (2022)
- ზურაბ ანტონოვი „შეყრა“ (2019)
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დოი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Director: David Doiashvili
- David Doiashvili დაარქივებული 2011-10-20 საიტზე Wayback Machine.