ზურაბ მექვაბიშვილი
ქართველი რეჟისორი და სცენარისტი
ზურაბ მექვაბიშვილი (დ. 6 მარტი, 1948) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კინო-ტელე დრამატურგის სპეციალობით. 1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. დამდგმელი რეჟისორი და სცენარისტია ფილმების: „ექსპედიცია“ (1983) და „კალმასობა იოანესი“ (1993).