გიული ჩოხელი

ქართველი მომღერალი

გიული ჩოხელი (დ. 12 თებერვალი, 1935, თბილისი) — ქართველი მომღერალი, საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967)[1], ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი (2015), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).

გიული ჩოხელი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1935 (1935-02-12) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1955-დან
საიტი giulichokheli.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიული ჩოხელი დაიბადა 1935 წლის 12 თებერვალს, თბილისში. ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. 1970-80-იან წლებში ჩოხელმა საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა; ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების კომპილაციები იყო.

ჯილდოები

რედაქტირება

2015 წლის 28 მარტს, თბილისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიამართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[2] იმავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.[3] 2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ გალაკონცერტზე გაიმართა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, სადაც 15 ცნობილ ადამიანთან ერთად, თბილისის მერმა კახი კალაძემ გიული ჩოხელი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.[4]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება