რევაზ ინანიშვილი

ქართველი მწერალი

რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.

რევაზ ინანიშვილი
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1926(1926-12-20)
დაბადების ადგილი ხაშმი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1991(1991-12-26) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა სცენარისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus შორი თეთრი მწვერვალი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და რუსთაველის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
რევაზ ინანიშვილის საფოსტო მარკა, 2022

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წელს შევიდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში“.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებაში.

1977 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო კრებულისთვის,

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ „დილას“ რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წლის 26 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ძირითადი კრებულები

რედაქტირება

საბავშვო კრებულები

რედაქტირება

სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები

რედაქტირება

ნაწარმოებების ეკრანიზაციები

რედაქტირება
  • „როცა დედები შინ არ არიან“ (მოთხრობა „კაცების“ მიხედვით, რეჟისორი პავლე ჩარკვიანი, „ქართული ტელეფილმი“, 1977)
  • „დედუნა“ (მოთხრობა „დედუნას“ მიხედვით, რეჟისორი დავით ჯანელიძე, 1985)
  • „ერთი ლეღვი გზაზე“ (მოთხრობა „კაცების“ მიხედვით, რეჟისორი ირაკლი მეტრეველი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, 2004)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 184, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება