ია ხობუა (ბოკუჩავა) (დ. 26 ივლისი, 1938, ბათუმი — გ. 11 მარტი, 2019) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990).

ია ხობუა
დაბადების სახელი ია ბოკუჩავა
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1938
ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი, 2019 (80 წლის)
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1967 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967 წლიდან კი - რუსთავის თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და სხვა.

1958 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: „მყუდრო სავანე“ (კ. ღლონტი, 1971, კატო), „სამკაული სატრფოსთვის“ (თ. აბულაძე, 1971, დედა), „ძაღლი“ (ლ. გორდელაძე, 1974, მარგალიტა), „ნატვრის ხე“ (თ. აბულაძე, 1976, ნინუცი) და სხვა. მონაწილეობდა უზბეკურ ფილმებში: „საითის ზარები“ (1967, ხალიდა), „ჟუჟუნა წვიმა“ (1969, დედა)

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება