გიორგი გურგულია
გიორგი გურგულია (დ. 4 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი მსახიობი.
გიორგი გურგულია | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი გურგულია |
დაბადების თარიღი |
4 აგვისტო, 1964 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გია ანთაძის სახელოსნო), ხოლო 1997 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ნოდარ მანაგაძის სახელოსნო).
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1984: „სამი ამბავი ტელეფონით“ (გიორგი-მხატვარი) რეჟ. ნარგიზა გარდაფხაძე
- 1988: „დახატული წრე“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 1988: „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“ რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი
- 1989: „მწირი“ რეჟ. დავით ქაჯაია
- 1993: „არა, მეგობარო“ რეჟ. გიო მგელაძე
- 1996: „ორფეოსის სიკვდილი“ (მაფიოზა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1997: „ორმაგი სახე“ რეჟ. ლევან ანჯაფარიძე
- 2000: „ნეტავ აღარ იწვიმოს“ რეჟ. მაია არჩვაძე
- 2003: „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 2005: `„ცხელი ძაღლი“ ( ბორის ჯოტოს ძე გარუჩავა „ტრეზორა“ ) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2006: „გასეირნება ყარაბაღში“ (ვალერა) რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 2006: „კაცი საელჩოდან“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 2014: „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟ. გიორგი ლიფონავა