დიმიტრი ჯაიანი
დიმიტრი (დიმა) ჯაიანი (დ. 20 აგვისტო, 1950, სენაკი, საქართველოს სსრ — გ. 9 დეკემბერი, 2017, იზმირი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.
დიმიტრი ჯაიანი | |
დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე (25 ივნისი, 2017) | |
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 9 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1950 სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 9 დეკემბერი, 2017 (67 წლის) იზმირი, თურქეთი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი (კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (ჰენრიკ იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“), ელიზბარ ერისთვი (გურამ ბათიაშვილის „1832“) და სხვ. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირ “. 2013 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.
გარდაიცვალა 2017 წლის 9 დეკემბერს, ონკოლოგიური დაავადების შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1987 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1989 — აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი
- 1989 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1995 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1998 — ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემია
- უკრაინის სახელმწიფოს „პრესტიჟის“ ორდენი
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1975: „პირველი მერცხალი“ (ნური) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1980: „ოგარიოვის 6“ (ვიქტორ კაჟაევი) რეჟ. ბორის გრიგორევი
- 1985: „ვინ არის მეოთხე?“ (ლევანი) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1989: „სტალინის დაკრძალვა“ (ჯემბერი – მაიორი) რეჟ. ევგენი ევტუშენკო
- 1997: „ანარეკლი“ რეჟ. მიხეილ ბასინოვი
- 2000: „ანგელოზის გადაფრენა“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- მონაწილეობდა ტელეპროექტებშიც, მათ შორის – სერიალში „ძილის წინ“.