ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


„ძილის წინ“ — ქართული კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც სტუდია „აუდიენციამ“ გადაიღო 2000 წელს, სერიალის რეჟისორია ოთარ შამათავა. ეს არის პირველი ქართული კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც ყოველდღიურად გადიოდა ეთერში. სერიალის პრემიერა 2000 წელს, 25 ნოემბერს შედგა და 3 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში. სერიალი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ შემოქმედებითი ჯგუფი გეგმავდა სერიალის გაგრძელებას, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო გეგმები შეიცვალა, სტუდია „აუდიენცია“ შეისყიდა ბადრი პატარკაციშვილის კომპანიამ და სერიალის გადაღებები შეწყდა. სერიალი 2003 წელს დასრულდა ბოლო ეპიზოდი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა.

ძილის წინ
ჟანრი კომედია
დრამა
ავტორი კოკა ყანდიაშვილი
რეჟისორი ოთარ შამათავა
ბასა ფოცხიშვილი
მონაწილეობენ მალხაზ ქვრივიშვილი
მარიანა ნინიაშვილი
იმედო კახიანი
მედეა ჩახავა
გოგოლა კალანდაძე
ეკა კახიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული ენა
წარმოება
ხანგრძლივობა 10-15 წუთი
კომპანია აუდიენცია
ეთერში 2000, 25 ნოემბერი2003, 6 დეკემბერი

გადაღება

რედაქტირება

შემოქმედებითი გუნდი სპეციალურად სერიალისთვის ქმნიდა დეკორაციებს და გადაღებები მიმდინარეობდა სხვადასხვა პავილიონებში. ხშირად კონკრეტული სერიის სცენარი არ იყო დაწერილი, ამიტომ, მსახიობები იმპროვიზაციას მიმართავდნენ და სცენარიც სიტუაციის მიხედვით იქმნებოდა მსახიობებთან ერთად.

ეპიზოდები

რედაქტირება

1 ეპიზოდის ხანგრძლივობა 10-დან 15 წუთამდე გრძელდებოდა

მონაწილეობენ

რედაქტირება
მსახიობი გმირი
მალხაზ ქვრივიშვილი გიორგი ცერცვაძე
მარიანა ნინიაშვილი მარეხი
იმედო კახიანი სანდრო ცერცვაძე
მედეა ჩახავა
გოგოლა კალანდაძე ნინო
ეკა კახიანი ლელა დეკანოსიძე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძილის_წინ“-დან