ეკა კახიანი
ეკატერინე (ეკა) კახიანი (დ. 16 იანვარი, 1964 თბილისი, საქართველოს სსრ ) — ქართველი მომღერალი და მსახიობი. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1974–1980 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. 1988–1998 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2004 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო და ტელე ფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. 2011 წელს ჩატარდა ეკა კახიანის საავტორო კონცერტი ,,ზაფხულის საღამო“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
ეკა კახიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | ეკა კახიანი |
დაბადების თარიღი |
16 იანვარი, 1964 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი, კომპოზიტორი, მომღერალი |
მშობლები | მამა: იმედა კახიანი |
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1987: „ავტოპორტრეტი“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 1990: „მარტივი პასიანსი“ რეჟ. ლევან ერისთავი
- 1992: „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ რეჟ. მარინა წურწუმია
- 2010: ოცნების ქალაქი (ლიკა) რეჟ. დავით იმედაშვილი
სერიალები
რედაქტირება- ,,ძილის წინ“
- ,,ასსა“
- ,,კაბარე“
- ,,ჩემი ცოლის დაქალები“
ნათამაშები როლები
რედაქტირებათბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
რედაქტირება- ,,მარლენ დიტრიხი“ (მარლენ დიტრიხი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ,,მუსიკის ჰანგები“ (ბარონესა შრედერი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ბერტოლტ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“ (ჯენი) რეჟ. გოგა თავაძე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
რედაქტირება- ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ტიტანია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ,,ნატაძრალზე“ (ნათია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ,,ჭკუისა მჭირს“ (ტასო) რეჟ. ოთარ ეგაძე
- ,,ამფიტრიონი“ (ლედა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ,,ცხოვრება იდიოტისა“ (ოსიმა) რეჟ. დავით დოიაშვილი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
რედაქტირება- ,,ქეთო და კოტე“ (ქაბატო) რეჟ. დავით დოიაშვილი
პროექტი
რედაქტირება- ,,ახალი საბავშვო ხმა“ – მწვრთნელი (ტელეკომპანია ,,იმედი“)