დავით იმედაშვილი (რეჟისორი)

ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი

დავით იმედაშვილი (დ. 23 აპრილი, 1979, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი. მისი ცნობილი ნამუშევრებია  „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.

დავით იმედაშვილი
დაბადების სახელი დავით იმედაშვილი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1979 (1979-04-23) (45 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი
ცნობილი ნაშრომები „ოცნების ქალაქი“
„ვისი სული გსურს“
„აგვისტოს 5 დღე“
მეუღლე(ები) ანნა იმედაშვილი
შვილ(ებ)ი 4

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში, 1979 წლის 23 აპრილს. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.

კინოკარიერა

რედაქტირება

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“ 2009 წელს გადაიღო.[1] 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.[2]

2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი[3], რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები როგორებიც არიან ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი, და სხვები.

დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. რეჟისორის მეუღლეა ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი .[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ოცნების ქალაქი“. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  2. ახალი ქართული ფილმი „ვისი სული გსურს“ უკვე კინო-ეკრანებზეა. Musicbox.ge (9 მაისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  3. John Anderson. (8 აგვისტო, 2011) 5 Days of War. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  4. ანნა იმედაშვილი — სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა. Ambebi.ge (13 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.