რუპერტ ფრენდი (ინგლ. Rupert Friend; დ. 1 ოქტომბერი 1981) — ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

რუპერტ ფრენდი
დაბადების სახელი რუპერტ ფრენდი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი 1981
ოქსფორდშირი, დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004–დღემდე
საიტი rupert-friend.net

ბიოგრაფია

რედაქტირება

რუპერტ ფრენდი დაიბადა და გაიზარდა სოფელ სტოუნსფილდში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაინაცვლა ლონდონში[1], სადაც მიიღო სამსახიობო განათლება. კინოში მისი დებიუტი შედგა 2004 წელს ფილმში „მექალთანე“. თავდაპირველად ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა, მოუწია თამაში ფილმებში: „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, „შერი“, „ახალგაზრდა ვიქტორია“. 2008 წელს ტომ მისონთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი კინო, რომელშიაც მთავარი როლები თავადვე განასახიერეს. 2010 წელს შედგა მისი როგორც თეატრის მსახიობის დებიუტი. 2010 წელს რუპერტ ფრენდიმ კიდევ ერთხელ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტივი“, სადაც ითამაშეს კოლინ ფერთმა, კირა ნაიტლიმ და სხვა.

2005 წლიდან ხვდებოდა ჰოლივუდის მსახიობ კირა ნაიტლის, რომელიც მან ფილმ „სიამაყე და ცრურწმენა“ გადაღების დროს გაიცნო[2][3]. თუმცა 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა[4].

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
2004 მექალთანე The Libertine
2005 სიამაყე და ცრურწმენა Pride and Prejudice
2007 უკანასკნელი ლეგიონი The Last Legion
2007 კანონგარეშე Outlaw
2007 ქალწულების ტერიტორია Virgin Territory
2008 ბიჭი ზოლიან პიჟამაში The Boy in the Striped Pyjamas
2009 შერი Cheri
2009 ახალგაზრდა ვიქტორია The Young Victoria
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rupert Friend gives one heil of a performance in The Boy in the Striped Pyjamas. timesonline.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-16. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  2. რუპერტ ფრენდი და კირა ნაიტლი. Glamour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  3. 'The horrifying moment I was abused by a thug,' by The Duchess star Keira Knightley. dailymail.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  4. Keira's Not Getting It Knightley: MOVIE beauty KEIRA KNIGHTLEY has split from her actor love RUPERT FRIEND after five years. The Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2011-01-13.