ვაკის პარკი
ვაკის პარკი — თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე მდებარე პარკი. გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო.
ვაკის პარკი | |
---|---|
![]() ხედი ილია ჭავჭავაძის გამზირიდან | |
მდებარეობა | |
41°42′32″ ჩ. გ. 44°45′05″ ა. გ. / 41.70889° ჩ. გ. 44.75139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
რაიონი | ვაკის რაიონი |
ქალაქი | თბილისი |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | 1946 [1] |
ტიპი | პარკი |
ფართობი | 200 ჰექტარი |
ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის გამზირი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი.
ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები.
ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება.[2]
სქოლიორედაქტირება
- ↑ თბილისის პარკები tbilisi.gov.ge
- ↑ ვაკის პარკი თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-30. ციტირების თარიღი: 2009-11-08.