ქუჩუ დგებუაძე
ქუჩუ ანდროს ძე დგებუაძე (დ. 16 აპრილი, 1911, ქ. თბილისი, — გ. 12 მარტი, 1963, ქუთაისი) — ქართველი არქიტექტორი.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1931 წელს. 1936-1952 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. 1952-1963 წლებში ქუთაისის პირველი საპროექტო ორგანიზაციის „ქუთოლქპროექტის“, შემდგომ „საქქალაქმშენსახპროექტის“ ფილიალის დირექტორად. ავტორია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აშენებული საცხოვრებელი(თბილისი, ბელინსკის №1, 50-იან წლები, ა. თევზაძესთან ერთად) საზოგადო და სამრეწველო ნაგებობებისა. ძირითადი ნამუშევრებია: თბილისში ვაკის პარკის დაგეგმარება და განაშენიანება (1945-1955), სტადიონი „ქარიშხალა“ (1956).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 344.