გიორგი ოჩიაური
გიორგი (გოგი) ოჩიაური (დ. 10 იანვარი, 1927, შუაფხო, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 18 ოქტომბერი, 2017) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016).
გოგი ოჩიაური | |
---|---|
![]() | |
სრული სახელი | გიორგი ოჩიაური |
დაიბადა | 10 იანვარი, 1927 |
დაბადების ადგილი | სოფ. შუაფხო, დუშეთის რაიონი, ასფსრ |
გარდაიცვალა | 18 ოქტომბერი, 2017 (90 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მოქანდაკე, მხატვარი |
ჯილდოები |
![]() ![]() |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
გარდაიცვალა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში.[1] დარჩა მეუღლე და შვილები. მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- 1980: საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
- 1986: ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1988: სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1998: „წლის საუკეთესო ადამიანი“(აშშ)
- 2001: ჩარგლის საპატიო მოქალაქე
- 2005:ღირსების ორდენი
- 2012: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გარდაიცვალა მოქანდაკე გიორგი ოჩიაური. „რადიო თავისუფლება“. 18.10.2017