ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვლადიმერ შალვას ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 28 სექტემბერი [ ძვ. სტ. 15 სექტემბერი], 1915, თბილისი — გ. 21 ივნისი, 1978, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სისადავე, თანამედროვე ეროვნული ფორმების ძიება. ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი „იმერეთი“ წყალტუბოში (არქიტექტორ ლ. ჯანელიძესთან ერთად, 1948–1957), სააგარაკო სახლები წყნეთში (1956-1962), სპორტის სასახლე თბილისში (არქიტექტორ ი. კასრაძესთან და ინჟინერ დ. ქაჯაიასთან ერთად, 1961), რესტორანი „იორი“ თბილისის ზღვაზე (1962), დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1962), გარაჟი თბილისში (1970), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (არქიტექტორ გ. გაბაშვილთან ერთად) და მეტროპოლიტენის ქვედა სადგური „თავისუფლების მოედანი“ (ყოფილი „ლენინის მოედანი“) (ორივე თბილისში — 1967; რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1969), თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა (არქიტექტორი გ. ღუდუშაურთან ერთად; საქართველოს კომკავშირის პრემია; 1974). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

დაკრძალულია თბილისის საბურთალოს პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება