თავისუფლების მოედანი (თბილისის მეტრო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლების მოედანი.

თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ ერთი სადგური, მეტროსადგურებს რუსთაველსა და ავლაბარს შორის. გაიხსნა 1967 წლის 6 ნოემბერს. არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, ქ. კობახიძე (ქვედა სადგური), რ. ბაირამაშვილი და დ. მორბედაძე (თავდაპირველი ზედა პავილიონი).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„თავისუფლების მოედანი“
რუს. Площадь Свободы
რუს. Площадь Ленина
პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი
ამოსასვლელი 41°41′42″N 44°48′00″E / 41.694881447293405° ჩ. გ. 44.80010500131099° ა. გ. / 41.694881447293405; 44.80010500131099
რაიონი მთაწმინდის რაიონი
გახსნის თარიღი 6 ნოემბერი, 1967; 57 წლის წინ (1967-11-06)
წინა სახელები ლენინის მოედანი
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ვ. ალექსი-მესხიშვილი, ქ. კობახიძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი რუსთაველის გამზირი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„თავისუფლების მოედანი“ ვიკისაწყობში
სადგურის შესასვლელი 2017 წლამდე
სადგურის დახრილი საესკალატორო გვირაბი 2013 წლამდე

თავდაპირველი მიწისზედა პავილიონი შედიოდა უნივერმაღ „თბილისის“ კომპლექსში. მიწისქვეშა სადგური, რომელიც ზედა ვესტიბიულთან დაკავშირებულია ესკალატორით, წარმოადგენს სვეტების (კოლონების) რიგს, რომლებიც თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული; გადახურვა კამაროვანია. იატაკზე დაგებულია წითელი მარმარილოს ფილები.[1]

სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს: საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად.

უნივერმაღ „თბილისის“ დანგრევისა და მის ადგილზე „გალერეა თბილისის“ აშენების (2017–2018) შემდეგ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ახალი ზედა პავილიონი (ძველი აღარ არსებობს) ახალაშენებული შენობის შიგნით აღმოჩნდა.[3]

თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
  3. უნივერმაღ „თბილისის“ კომპლექსი. თბილისის არქიტექტურის არქივი. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2022