წყნეთი
წყნეთი — დაბა თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში. წყნეთის ცენტრში მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე დასასვენებელი სკვერი.
დაბა | |
---|---|
წყნეთი | |
![]() წყნეთი ზამთარში | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°41′39″ ჩ. გ. 44°41′39″ ა. გ. / 41.694222° ჩ. გ. 44.694389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 950 მ |
მოსახლეობა | 7 166[1] კაცი (2014) |
სატელეფონო კოდი | +995 32 |
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში,. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, მანგლისის საავტომობილო გზაზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი მაისი-ნოემბერი. აქ იცის თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსი), და რბილი ზამთარი.
ისტორიარედაქტირება
წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია XVII-XIX სს სამი მცირე ეკლესია. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ბავშვთა სანატორიუმი.
დემოგრაფიარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1970 [2] | 2 908 | ||
1979 [2] | 3 235 | ||
1989[3] | 3 664 | -- | -- |
2002[4] | 8 187 | -- | -- |
2014[1] | 7 166 | -- | -- |
ლიტერატურარედაქტირება
- უშვერიძე გ. გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 372.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.