ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ქუჩა
ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ლიკანის ქუჩიდან ლოტკინის ხევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ლოტკის ქუჩა. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში კი შეტანილია ლოტკინის ქუჩის სახელწოდებით. 1996 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 გასასვლელი და 2 შესახვევი.
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
წინა სახელები | ლოტკის ქუჩა |
ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის გასასვლელირედაქტირება
ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის გასასვლელი — გასასვლეი თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ალექსი-მესხიშვილის ქუჩიდან ლევან ქართლელიშვილის ქუჩამდე (ყოფილი ლოტკინის გასასვლელი).
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 17, ISBN 978-99928-20-35-3.