ვასილ თამარაშვილის ქუჩა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 29 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ვასილ თამარაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ლიკანის ქუჩიდან ლოტკინის ხევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ლოტკის ქუჩა. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში კი შეტანილია ლოტკინის ქუჩის სახელწოდებით. 1996 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სახელი ეწოდა.[1] 2014 წელს დაერქვა ვასილ თამარაშვილის სახელი (ალექსი-მესხიშვილის სახელი ეწოდა ჯამბულის ქუჩას).[2] აქვს 1 გასასვლელი (იხ. ქვემოთ) და 2 შესახვევი.[1]

ვასილ თამარაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
წინა სახელები ლოტკის ქუჩა, ლოტკინის ქუჩა, ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის ქუჩა

ვასილ თამარაშვილის გასასვლელი

რედაქტირება

ვასილ თამარაშვილის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ალექსი-მესხიშვილის ქუჩიდან ლევან ქართლელიშვილის ქუჩამდე (ყოფილი ლოტკინის გასასვლელი).

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 17, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა“. www.ambebi.ge. 21 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)