ლევან ქართლელიშვილის ქუჩა

ლევან ქართლელიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის ქუჩიდან, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟენის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა დიდი მთავრის დიმიტრის სახელი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს — თომა კამალოვის, 1999 წელს კი ლევან ქართლელიშვილის სახელი ეწოდა.

ლევან ქართლელიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
წინა სახელები დიმიტრის ქუჩა, თომა კამალოვის ქუჩა
უბანი ლოტკინი

ლიტერატურა რედაქტირება