ლოტკინის გორა

(გადამისამართდა გვერდიდან ლოტკინი)

ლოტკინის გორა — ძველი უბანი თბილისში, ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს, ახლანდელი „თბილისის ზღვის“ ახლოს. 1848 წელს შედგენილ თბილისის მიდამოების გეგმაზე აღნიშნულია „ლოტკინის თავის გორა“ და „ლოტკინის მთა“. სახელწოდება „ლოტკინი“, ისევე როგორც „ლოტიკი“, დაუდგენელი ქართული სიტყვის რუსული ტრანსკრიპციითაა ნაწარმოები. ლოტკინის გორას ადრევე იყენებდნენ საძოვრებად, აქ ცხვარი მოჰყავდათ გარეკახეთიდან და ქვემო ქართლიდანგომარეთიდან; პირველი მოსახლენიც აქ სოფ. გომარეთიდან მივიდნენ XX საუკუნის 20-იან წლებში.

ხედი ნახალოვკის მხრიდან

ლიტერატურა

რედაქტირება