ჯამბულ ჯაბაევი
ჯამბულ ჯაბაევი (დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 16 თებერვალი] 1846, ჯეთისუ, — გ. 22 ივნისი 1945, ალმა-ათა) — ყაზახი აკინი. დაიბადა მომთაბარის ოჯახში. 14 წლისამ დაიწყო დომბრაზე დამღერება. მის რეპერტუარში შედიოდა აღმოსავლური საგმირო („ქობლანდი ბითირი“, „ერ-თარღინი“, „ქოროღლუ“) და რომანტიკული ეპოსი („ყოზი ქორფეშ-ბაიან სლუ“, „ლეილი და მაჯნუნი“, „ყიზ-ჟიბექი“ და სხვა). სახელი გაუთქვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყიში აკინთა აიათისებზე (პოეტური პაექრობა) გამარჯვებამ. ჯამბულმა ასეულობით სიმღერა და პოემა შექმნა. 1936 წლიდან მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა. 1937 წელს იმოგზაურა საქართველოში, დაესწრო „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილეს. ამ მოგზაურობას უძღვნა სიმღერები „სალამი კავკასს“, „სტალინის სამშობლოში“. ჯამბულის სიმღერები თარგმნილია მრავალ ენაზე. მათ შორის ქართულადაც.
ჯამბულ ჯაბაევი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 16 (28) თებერვალი 1846 |
დაბადების ადგილი | ალმათის ოლქი, უფროსი ჟუზი |
გარდაცვალების თარიღი | 22 ივნისი 1945[1] (99 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალმათი, ყაზახეთის სსრ, სსრკ[1] |
დასაფლავებულია | Jambyl museum |
საქმიანობა | პოეტი, მომღერალი და კომპოზიტორი და აშუღი |
ენა | ყაზახური ენა |
მოქალაქეობა |
![]() რუსეთის იმპერია |
ჟანრი | ლექსი და Aytysh |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 534.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Джамбул Джабаев // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.