ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედია
ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედია — 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასვლის შემდეგ კი მათ დენმა დაარტყა.[1]
უბედური შემთხვევა
რედაქტირება2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ისიც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი (13 წლის) საავადმყოფოში გარდაიცვალა.[2] ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.[3] ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.[2]
გამოხმაურება
რედაქტირებატრაგედიის შემდეგ განცხადებები მალევე გააკეთეს პოლიტიკოსებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.[4] თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო. მისივე თქმით, „გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში“.[5]
ერთ-ერთმა პირველმა განცხადება საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა გააკეთა. ამილახვარის განცხადებით, „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“. მისივე განცხადებით, რეკონსტრუქციის მიმდინარეობოსას, ბუნებრივია, შეიძლება იყოს „ტექნიკური შეფერხება“, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.[6] მოგვიანებით დეპუტატმა განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.[7]
გამოძიება
რედაქტირებაშემდგომი მოვლენები
რედაქტირება2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“:[8]
- „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“
- „ეკოსერვის ჯგუფის უფროსი მებაღე, დევი მეზურნიშვილი პრეზიდენტმა მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ 2.0 2.1 „რა მოხდა ვაკის პარკში - პროკურატურამ კადრები გაასაჯაროვა | 9 დაკავებულს ბრალი წარედგინა“. mtavari.tv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ „პრემიერი - ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების მწუხარებას“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ „კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე - ყველა თავზარდაცემული ვართ - კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ ჩიჩუა, ნინო (13 ოქტომბერი, 2022). „„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“ — დეპუტატი ამილახვარი ბავშვებისთვის დენის დარტყმაზე“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ „პრეზიდენტმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა“. On.ge. 29 დეკემბერი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება)