ჟან II (ბურბონის ჰერცოგი)

ჟან II დე ბურბონი (ფრანგ. Jean II de Bourbon; დ. 1426 — გ. 1 აპრილი, 1488) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნეს ბურგუნდიელის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1456-88 წლებში.

ჟან II დე ბურბონი
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი, 1456
მმართ. დასასრული: 1 აპრილი, 1488
წინამორბედი: შარლ I
მემკვიდრე: შარლ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1426
გარდ. თარიღი: 1 აპრილი, 1488
მეუღლე: ჟანა დე ვალუა
კატრინ არმანიაკი
ჟანა დე ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: აგნეს ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟანი დაიბადა 1426 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, აგნეს ბურგუნდიელის პირველი შვილი. 1447 წელს ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის შუათანა ასული ჟანა დე ვალუა. 1456 წელს კი მამამისის, ჰერცოგ შარლის გარდაცვალების შემდეგ ჟანი ბურბონის ჰერცოგი ხდება. თუმცა, 1482 წელს მისი მეუღლე, ჟანა გარდაიცვალა, ისე, რომ ჟანს შვილი ვერ გაუჩინა.

1483 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XI, ტახტზე კი მისი მცირეწლოვანი ვაჟი შარლ VIII ავიდა. დედოფალი შარლოტა სავოიელი მეუღლის გარდაცვალების ამბავს გადაჰყვა, ამიტომაც ახალგაზრდა მეფეს რეგენტად თავისი უფროსი და, ანა დე ვალუა დაენიშნა, რომელიც გათხოვილი იყო ჟანის უმცროს ძმაზე, პიერ დე ბურბონზე. პიერი და ანა თანარეგენტები იყვნენ, რომლებმაც ჟანს მალევე უბოძეს საფრანგეთის კონეტაბლის წოდება.

1484 წელს ჟანი მეორედ დაქორწინდა ნემურის გრაფ ჟაკ არმანიაკის ასულ კატრინ არმანიაკზე. კატრინმა 1487 წელს ჟანს ვაჟი გაუჩინა, რომელსაც ჟანი დაარქვეს, თუმცა ბავშვი ძალიან სუსტი იყო და მალევე დაიღუპა, თავად კატრინი კი მასზე მშობიარობას გადაჰყვა.

1487 წელს ჟანი მესამედ ქორწინდება თავისსავე ბიძაშვილზე, ვანდომის გრაფ ჟან დე ბურბონის ასულ ჟანა დე ბურბონზე. 1488 წელს ჟანამ მას ვაჟი გაუჩინა, რომელიც რამდენიმე საათში დაიღუპა. ამავე წლის 1 აპრილს დაიღუპა თავად ჟან II-ც, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც ბურბონის ჰერცოგი მისი ძმა გახდა, მისი ცოლი კი მეორედ გათხოვდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bingham, Denis (1890). The Marriages of the Bourbons. New York: Scribner and Welford. ASIN B000V1RCR2.
  • de Commynes, Philippe, Jean de Troyes, and Andrew Richard Scoble, The memoirs of Philip de Commines, Lord of Argenton, (George Bell and sons:London, 1906).