ანა ვალუა
ანა დე ვალუა (დ. 3 აპრილი, 1461 — გ. 14 ნოემბერი, 1522), აგრეთვე ცნობილი, როგორც ანა ფრანგი — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის პრინცესა და რეგენტი, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეუღლის, შარლოტა სავოიელის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის უფროსი და და მისი რეგენტი 1483-1491 წლებში. 1503-1521 წლებში იყო თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის, ბურბონის ჰერცოგინია სიუზენის რეგენტი.[1]
ანა დე ვალუა | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აპრილი, 1488 |
მმართ. დასასრული: | 10 ოქტომბერი, 1503 |
წინამორბედი: | ჟანა დე ბურბონი |
მემკვიდრე: | კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 აპრილი, 1461 |
დაბ. ადგილი: | შატო დე გენაპი, ბრაბანტი |
გარდ. თარიღი: | 14 ნოემბერი, 1522 (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბურბონის სასახლე, საფრანგეთი |
მეუღლე: | პიერ II, ბურბონის ჰერცოგი |
შვილები: | სიუზენი, ბურბონის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუი XI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | შარლოტა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანა ვალუა დაიბადა 1461 წლის 3 აპრილს, შატო დე გენაპში, ბრაბანტში. იგი იყო საფრანგეთის მეფის, ლუი XI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის პირველი შვილი. მის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი, საფრანგეთის მომავალი მეფე შარლ VIII. ბოლოს კი მესამე შვილად გოგონა შეეძინათ, რომელიც მომავალში საფრანგეთის დედოფალი ჟანა დე ვალუა გახდა, როგორც ლუი XII-ის მეუღლე.
1468 წელს ანა დანიშნეს ლოთარინგიის ჰერცოგ ნიკოლასზე, თუმცა მან შეთანხმება მალევე დაარღვია და ცოლად მარია ბურბუნდიელი შეირთო. 1473 წლის 3 ნოემბერს კი ანა დაქორწინდა ბურბონის ჰერცოგ პეტერ II-ზე. ამ დროისათვის ანა მხოლოდ 11 წლის იყო.
1483 წელს გარდაიცვალნენ ანას მშობლები, ამის გამო საფრანგეთის მეფე მისი მცირეწლოვანი ძმა, შარლ VIII გახდა. მისი მცირეწლოვანების გამო, საჭირო გახდა ქვეყანა რეგენტს ემართა, რეგენტი კი მისი უფროსი და, ანა დე ვალუა გახდა. ანას მხარში მისი ძლიერი მეუღლე ედგა და ეხმარებოდა სამეფოს მართვაში. მათ შეინარჩუნეს სამეფოს ძალაუფლება და 1483-1488 წლებში საბოლოოდ დაამარცხეს ორლეანის მეამბოხე ჰერცოგი, რითაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა.[2]
საფრანგეთის რეგენტობის დროს, ანა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი გახდა XV საუკუნის ევროპაში, რის გამოც ფრანგებმა მას "Madame la Grande" შეარქვეს. გარდა იმისა, რომ ანა პიროვნულად ძლიერი ქალი იყო, ის ამასთან ძალიან ინტელექტუალი და ენერგიული პიროვნება იყო. [3]მას ჰქონდა მაღალი შუბლი, წვრილი წარბები, ნათელი ყავისფერი თვალები, პირდაპირი მზერა, თხელი ტუჩები და თხელი ხელები. [4]
ანა პასუხისმგებელი იყო ბევრი არისტოკრატის შვილების კარგი განათლებით უზრუნველყოფაში, როგორებიცაა დიანა დე პუატიე და ლუიზა სავოიელი.[5] ის ამ ახალგაზრდა ქალბატონებს ასწავლიდათ დახვეწილ მანერებს და სამეფო კარზე ქცევის წესებს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა ლუიზა სავოიელს, მაშინ როცა მისი ვაჟი ფრანსუა I საფრანგეთის მეფე გახდა. იგი ასევე ქცევის წესებს ასწავლიდა საღვთო რომის იმპერატორის ქალიშვილს, მარგარეტ ავსტრიელს, ანას ძმის, შარლ VIII-ის საცოლედ ითვლებოდა და დახვეწილი მანერები სჭირდებოდა. თუმცა მალე შარლმა ნიშნობა ჩაშალა და მარგარეტი ნიდერლანდებში გათხოვდა. [6]
ანამ ინგლისის ტახტისათვის ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა ჰენრი VII ტიუდორს და რიჩარდ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსურად დაეხმარა. გარდა ამისა 1485 წელს ანამ ინგლისში ფრანგული ჯარები გააგზავნა და 22 აგვისტოს საბოლოო ბრძოლის შემდეგ, მათ ტახტიდან ჩამოაგდეს რიჩარდი და ინგლისის მეფე ჰენრი VII გახდა.
1491 წელს ანას რეგენტობა დასრულდა, ამავე წელს მისმა ძმამ, შარლ VIII-მ ცოლად შეირთო ანა ბრეტონელი, რომელიც ანას ძლიერი მეტოქე გახდა. მას შემდეგ რაც ანა ბრეტონელი დედოფალი გახდა, ანაზე მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდა და ძალიან დააზარალა ის და მისი ქმარი როცა ბურბონის საჰერცოგოს დამოუკიდებლობის აღკვეთა მოითხოვა.[7]
ანასა და პეტერს ამ დროის მანძილზე მემკვიდრე არ ჰყავდათ. მხოლოდ 1491 წლის 10 მაისს გააჩინა ანამ გოგონა, სახელად სიუზენი. ცხადია ანა მანამდეც იყო ფემძიმედ. იგი პირველად 1476 წელს დაფეხმძიმდა, თუმცა მოეშალა. ასევე 1488 წელს მან ვაჟი გააჩინა, რომელიც კლერმონის გრაფად აკურთხეს, მაგრამ იგი 1498 წელს, 12 წლის გარდაიცვალა და ოვერნში დაკრძალეს.
1503 წელს ანა დაქვრივდა.[8] ბურბონის ჰერცოგინია კი მისი ქალიშვილი სიუზენი გახდა, რომელიც 12 წლის იყო, ამიტომაც ანა მის რეგენტად დაინიშნა. იმის გამო, რომ ის გოგო იყო, სიუზენის გარდაიცვალების შემდეგ მისი სამფლობელოები დედის სამშობლოს, ანუ საფრანგეთს უნდა გადასცემოდა.
ამისაგან თავის ასარიდებლად, 1505 წელს ანამ მოიწვია კიდევ ერთი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი და შარლ დე ბურბონი და თავის ქალიშვილზე დააქორწინა.
მისმა ქალიშვილმა და სიძემ ვერ მოახერხეს მემკვიდრის გაჩენა. სიუზენი 1521 წელს უშვილოდ გარდაიცვალა. 1522 წელს კი თავად ანაც გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე კი დედამისის დეიდა, ანა დე ლავალი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Hackett, Francis (1937). Francis The First. Garden City, New York: Doubleday, Doran and Company, Inc.
- Sharon L. Jansen (2004). Anne of France : lessons for my daughter. D.S. Brewer Cambridge.
- Diana Maury Robin, Anne R. Larsen and Carole Levin (2007). Encyclopedia of women in the Renaissance: Italy, France, and England. ABC-CLIO, Inc.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anne de Beaujeu, Emily Thompson, Encyclopedia of Women in the Renaissance, ed. Maury Robin, Anne R. Larsen and Carole Levin, (ABC-CLIO, 2007), 42-43.
- ↑ Robin, Larsen and Levin. p. 42.
- ↑ Hackett 1937, p. 25.
- ↑ Hackett 1937, pp. 45-46.
- ↑ Hackett 1937, p. 41.
- ↑ Robin, Larsen and Levin. p. 43.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). "Anne of France". Encyclopædia Britannica. 2 (11th ed.). Cambridge University Press. p. 70.
- ↑ "Queens Mate" by Pauline Matarasso