ბურბონის სასახლე (ფრანგ. Palais Bourbon) — საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზი პარიზში, მდინარე სენის მარცხენა ნაპირზე. მდებარეობს მადლენის ეკლესიისა და თანხმობის მოედნის პირდაპირ, რომლებთანაც დაკავშირებულია თანხმობის ხიდით.

მდინარე სენის სანაპირო პარიზში: ბურბონის სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ბურბონის სასახლე სენის მეორე სანაპიროდან
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 600
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლე ააგეს 1722-1728 წლებში ლორენცო ჯარდინის პროექტის მიხედვით. საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი ჩამოერთვათ ბურბონებს და 1798 წლიდან გამოიყენებოდა ხუთასთა საბჭოს სხდომებისათვის. ბურბონების რესტავრაციის პერიოდში სასახლე დაუბრუნდა ძველ მფლობელებს, მაგრამ 1827 წელს სახელმწიფომ ასტრონომიულ ფასად იყიდა, რათა შენობაში პარლამენტი განეთავსებინათ.

1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად ბურბონების სასახლე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: