არტუა
არტუა (ფრანგ. Artois) — ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ საფრანგეთში. ამჟამად მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი პა-დე-კალეს დეპარტამენტში შედის. მთავარი ქალაქი — არასი. არტუა მნიშვნელოვანი სამრეწველო რაიონია. განვითარებულია ქვანახშირის მოპოვება, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, კვების მრეწველობა.
ისტორია
რედაქტირებაXII საუკუნის დამლევამდე არტუა ფლანდრიის საგრაფოში შედიოდა. 1180 წელს საფრანგეთის მეფემ ფილიპ II-მ იგი მეუღლის მზითევში მიიღო. 1191 წელს აპანაჟად გადაეცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს, 1223 წელს შეუერთდა სამეფო დომენს. 1237 წელს არტუა საგრაფო გახდა. 1382 წელს მემკვიდრეობით გადაეცა ფლანდრიის გრაფ ლუი დე მალს, მისი სიკვდილის შემდეგ 1384 წელს — მის სიძეს ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე გულადს და არტუა ბურგუნდიის ჰერცოგთა სამფლობელოს (1384–1477) შეუერთდა. ბურგუნდიის უკანასკნელი ჰერცოგის შარლ გულადის დაღუპვის შემდეგ, 1477 წელს, არტუა დაიპყრო საფრანგეთმა, 1493 წელს სანლისის ზავით (1526) დაუთმო ავსტრიას, თუმცა საფრანგეთის მეფემ მაინც შეინარჩუნა არტუაზე სიუზერენიტეტი, რომელიც გაუქმდა მადრიდის ზავით (1526). არტუა გადავიდა ჰაბსბურგების სრულ საკუთრებაში, შეუერთდა ნიდერლანდებს და შევიდა კარლ V-ის იმპერიაში. 1556 წელს ნიდერლანდების სხვა პროვინციებთან ერთად არტუას განაგებდა ესპანეთი. ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუციის დროს არტუასა და ენოს რეაქციული კათოლიკე თავადაზნაურობა აჯანყდა (1578 წლის ოქტომბერი) და ქ. არასში დაიდო არასის უნია (1579). ოცდაათწლიანი ომის დროს არტუა დაიპყრო საფრანგეთმა.
პირველი მსოფლიო ომის დროს არტუა დიდი ბრძლების (1914 წლის სექტემბერ-დეკემბერი, 1915 წლის მაისი, სექტემბერ-ოქტომბერი, 1917 წლის აპრილ-მაისი) ასპარეზად გადაიქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 592.