მარგარიტა III ფლანდრიელი

მარგარიტა III ფლანდრიელი (ფრანგ. Marguerite III de Flandre; დ. 13 აპრილი, 1350, დასავლეთი ფლანდრია, ბელგია — გ. 16 მარტი, 1405, არტუა, საფრანგეთი) — დამპიერთა დინასტიის წარმომადგენელი. ფლანდრიის გრაფ ლუი II-ის ასული. ფლანდრიის, ნევერისა და არტუას გრაფინია მემკვიდრეობით 1384-1405 წლებში. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1357-61 და 1369-1404 წლებში როგორც ფილიპ I-ისა და ფილიპ II-ის მეუღლე.

მარგარიტა III ფლანდრიელი
ბურგუნდიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 მაისი, 1357
მმართ. დასასრული: 27 აპრილი, 1404
წინამორბედი: ჟანა III ბურგუნდიელი
მემკვიდრე: მარგარეტ ბავარიელი
არტუას, ნევერის ფლანდრიისა და ბურგუნდიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 30 იანვარი, 1384
მმართ. დასასრული: 16 მარტი, 1405
წინამორბედი: ლუი II ფლანდრიელი
მემკვიდრე: ჟან I ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი, 1350
დაბ. ადგილი: დასავლეთი ფლანდრია, ბელგია
გარდ. თარიღი: 16 მარტი, 1405, (54 წლის)
გარდ. ადგილი: არტუა, საფრანგეთი
მეუღლე: ფილიპ I, ბურგუნდიის ჰერცოგი
(ქ. 1355 - გარდ. 1361)
ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
(ქ. 1369 - გარდ. 1404)
შვილები: ჟანი, ბურგუნდიის ჰერცოგი
მარგარიტა, ბავარიის ჰერცოგინია
კატრინი, ავსტრიის ჰერცოგინია
ბონა, ბურბონის ჰერცოგინია
ანტუანი, ბრაბანტის ჰერცოგი
მარი, სავოიის ჰერცოგინია
ფილიპ II, ნევერის ჰერცოგი
დინასტია: დამპიერები
მამა: ლუი II, ფლანდრიის გრაფი
დედა: მარგარიტა ბრაბანტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარგარიტა დაიბადა 1350 წლის 13 აპრილს ფლანდრიაში. იგი იყო ფლანდრიის გრაფ ლუი II-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარგარიტა ბრაბანტელის ქალიშვილი. 1355 წელს, 5 წლის მარგარიტა მიათხოვეს ბურგუნდიის ჰერცოგ ოდო IV-ის შვილიშვილ ფილიპს. 1357 წელს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ფილიპი ხდება ბურგუნდიის, არტუას, ოვერნისა და ბულონის გრაფი.

1361 წელს უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ფილიპი დაიღუპა, ისე, რომ მარგარიტას მისგან შვილი არ ჰყოლია. მალევე მეზობელი საფრანგეთის მეფე ჟან II-მ ბურგუნდიასთან ალიანსის შექმნა მოისურვა, რა მიზნითაც 1364 წელს თავისი ვაჟი, ფილიპ დე ვალუა დანიშნა მარგარიტაზე. ფილიპისა და მარგარიტას ქორწინება 1369 წელს შედგა, რითაც ფილიპმა ბურგუნდიის ტახტი მიიღო.

როდესაც 1384 წელს, მარგარიტას მამა გარდაიცვალა, მარგარიტას მემკვიდრეობით ერგო ფლანდრია, არტუა, რეთელი და ნევერი. ამის შემდეგ ფილიპე და მარგარიტა წლების მანძილზე მართავდნენ ამ სახელმწიფოებს. ფილიპ II გარდაიცვალა 1404 წელს, მარგარიტა კი მომდევნო 1405 წელს. ამით შეწყდა დამპიერების დინასტია და ტახტზე მათი ვაჟი ჟან I ადის, საუკუნეების შემდეგ კი ამ მიწებს ჰაბსბურგები დაეპატრონნენ.

  1. ჟან I უშიში — ბურგუნდიის ჰერცოგი (1371–1419);
  2. შარლი (1372–1373);
  3. მარგარიტა (1374–1441) — გრაფინია დე მორტენი, ჰოლანდიის, ენოს გრაფისა და ბავარია-შტაუბინგის ჰერცოგის ვილჰელმის მეუღლე;
  4. კატრინი (1378–1425) — ავსტრიის ჰერცოგის ლეოპოლდ IV-ის მეუღლე.;
  5. მარი (1384–1422) — სავოიის გრაფის ამადეო VIII-ს მეუღლე;
  6. ანტუანი (1384–1415) — ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი;
  7. ფილიპ II (1388–1419) — ნევერის გრაფი;
  8. ბონა (1379–1399);
  9. ლუი (1377–1378).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sergio Boffa, Warfare in Medieval Brabant, 1356-1406, (Boydell & Brewer, 2004), xvii.
  • Wim Blockmans and Walter Prevenier, The Promised Lands: The Low Countries Under Burgundian Rule, 1369-1530, transl. Elizabeth Fackelman, ed. Edward Peters, (University of Pennsylvania Press, 1999), 13.
  • David M Nicholas, Medieval Flanders, (Routledge, 1992), 225-226, 442.
  • W. Mark Ormrod, Edward III, (Yale University Press, 2011), 417
  • Richard Vaughan, Philip the Bold: The Formation of the Burgundian State, Vol. 1, (The Boydell Press, 2005), 152
  • Mapping Family Lines: A Late Fifteenth Century Example of Genealogical Display, Charlotte Bauer-Smith, Reputation and Representation in Fifteenth Century Europe, ed. Douglas L. Biggs, Sharon D. Michalove, Albert Compton Reeves, (Brill, 2004), 130.
  • Wim Blockmans, Walter Prevenier, The Promised Lands: The Low Countries Under Burgundian Rule, 1369-1530, ed. Edward Peters, transl. Elizabeth Fackelman, (University of Pennsylvania Press, 1988), 1.