კატრინ ბურგუნდიელი
კატრინ ბურგუნდიელი (ფრანგ. Catherine de Bourgogne; დ. 1378 — გ. 26 იანვარი, 1425) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის ქალიშვილი. ავსტრიის ჰერცოგინია 1393-1411 წლებში როგორც ლეოპოლდ IV-ის მეუღლე.
კატრინ ბურგუნდიელი | |
---|---|
ავსტრიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აგვისტო, 1393 |
მმართ. დასასრული: | 3 ივნისი, 1411 |
წინამორბედი: | ჯოვანა ნეაპოლელი |
მემკვიდრე: | მარგარეტე პომერანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1378 |
გარდ. თარიღი: | 26 იანვარი, 1425, (46-47 წლის) |
მეუღლე: | ლეოპოლდ IV, ავსტრიის ჰერცოგი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა III, ფლანდრიის გრაფინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატრინი დაიბადა 1378 წელს ბურგუნდიაში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი მეუღლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ის ქალიშვილი.
1393 წლის 15 აგვისტოს იგი მიათხოვეს ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ IV ჰაბსბურგს. მათი ქორწინება არც თუ ისე ხანგრძლივი, ბედნიერი და ნაყოფიერი იყო. ლეოპოლდი 1411 წელს გარდაიცვალა, ისე, რომ კატრინთან შვილები არ დარჩენია. ვინაიდან მას მემკვიდრე არ გაუჩენია, ავსტრიაში ვერ დარჩებოდა, თუმცა დიდად არც ბურგუნდიაში დაბრუნება სურდა, რის გამოც მან თავისი ტახტზე ასული მაზლისა და ძმის შვილისგან, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-გან აიღო ნებართვა და ელზასში დასახლდა, ბურგუნდიასთან ახლოს.
1415 წელს იგი მეორედ გათხოვდა მაქსიმილიან სმასმან ვონ რაპოლტშტაინზე, თუმცა პირველის მსგავსად ეს ქორწინებაც უნაყოფო იყო და 1421 წელს მაქსიმილიანიც უშვილოდ გარდაიცვალა. ამის შემდეგ იგი მშობლიური ბურგუნდიაში გადასახლდა, სადაც დარჩენილი წლები გლოვაში გაატარა. კატრინ ბურგუნდიელი გარდაიცვალა 1425 წლის 26 იანვარს, დაკრძალეს შამპოლის კათედრალში, დიჟონში, ბურგუნდიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Richard Vaughan, Philip the Good: The Apogee of Burgundy, (The Boydell Press, 2002), 31.
- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza. Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.
- Suckale, Robert; Crossley, Paul (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Metropolitan Museum of Art. p. 16. ISBN 9781588391612.