ინკვიზიციაკათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც XIII საუკუნეში შეიქმნა ერესთან საბრძოლველად. ინკვიზიციური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ინკვიზიცია სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.

გალილეო გალილეი ინკვიზიციის წინაშე
ინკვიზიციის ემბლემა

საინკვიზიციო სასამართლო რედაქტირება

1215 წლის ლატერანის კრების კანონების მიხედვით საეპისკოპოსო სასამართლოებს ევალებოდათ ბრალდებულის პროცესზე დასწრება. ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ხელს უწყობდა ცილისწამებას.[1]

განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.[2]

საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო რომის პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში. 1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.[3]

ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთხვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. თეა წითლანაძე, თეა ქარჩავა, ბრალდებულის დაცვა საინკვიზიციო სასამართლოში, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, VII, თბ, 2005, გვ. 69
  2. იქვე, გვ. 69
  3. იქვე, გვ. 73
  4. იქვე, გვ.73