ინოკენტი IV
ინოკენტი IV (ლათ. Innocentius PP. IV; ერისკაცობაში სინიბალდო ფიესკო; დ. 1195 — გ. 7 დეკემბერი, 1254) — რომის პაპი 1243–1254 წლებში.
სინიბალდო ფიესკო განაგრძობდა პაპ გრიგოლ IX-ის დროს დაწყებულ ბრძოლას გერმანელ იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენთან. ლიონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (1245) ფრიდრიხ II მწვალებლად და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ფრიდრიხ II-ის გარდაცვალების (1250) შემდეგ ებრძოდა მის მემკვიდრეს კონრად IV-ს. მხარს უჭერდა ტევტონურ ორდენს და მის დამპყრობლურ პოლიტიკას დასავლეთ ევროპაში. 1245 წელს მონღოლთა დიდ ხანთან დიპლომატიური მისიით გაგზავნა პლანო კარპინი. ინოკენტი IV ცნობილი იურისტი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 166.
წინამორბედი: ცელესტინ IV |
რომის პაპი 1243 — 1254 |
შემდეგი: ალექსანდრე IV |