ტრიბუნალი (ლათ. tribunal — სამსჯავრო) — საგანგებოდ შექმნილი სასამართლო ან სხვაგვარი მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც, როგორც წესი, განიხილავს სამხედრო დანაშაულებს და მათთან დაკავშირებულ საქმეებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ტრიბუნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უაღრესად მძიმე (სისხლის სამართლებრივი ან სხვა სახის) დანაშაულის ჩამდენი სამოქალაქო პირების მიმართაც.

უახლესი ისტორიიდან ყველაზე ცნობილი ტრიბუნალებია:

  1. ნიურნბერგის პროცესი — მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია).
  2. ჰააგის ტრიბუნალი — საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა, ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები).

ლიტერატურა

რედაქტირება