აფონსუ პორტუგალიელი (კარდინალი)
კარდინალ-ინფანტი აფონსუ პორტუგალიელი (პორტ. Cardeal-Infante Afonso de Portugal; დ. 29 აპრილი, 1509 — გ. 21 აპრილი, 1540) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, მარია არაგონელის უმცროსი ვაჟი. კათოლიკე კარდინალი, ლისაბონის არქიეპისკოპოსი, გუარდას, ევორას, ვიზეუს, სან-ხოსეს, სან-პაულოსა და სანტა-ლუსიას ეპისკოპოსი. იგი გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ლისაბონში.
აფონსუ პორტუგალიელი | |
---|---|
![]() | |
წოდებები
ევორას არქიეპისკოპოსი პორტუგალიის კარდინალ-ინფანტი | |
დაიბადა | 29 აპრილი, 1509 |
გარდაიცვალა | 21 აპრილი, 1540, (30 წლის) |
საგვარეულო | ავისები |
მამა | მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა | მარია არაგონელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ლიტერატურა რედაქტირება
- Afonso de Portugal. In: Salvador Miranda: The Cardinals of the Holy Roman Church. fiu.edu, Website der Florida International University.