ლუიზა დე ლორენ-ვედემონი

ლუიზა დე ლორენ-ვედემონი (ფრანგ. Louise de Lorraine-Vaudemont; აგრეთვე ცნობილი როგორც ლუიზა ლოთარინგიელი დ. 30 აპრილი, 1553 — გ. 29 იანვარი, 1601) — საფრანგეთის დედოფალი 1575–1589 წლებში. 1575 წელს ჰქონდა პოლონეთის დედოფლის და ლიტვის დიდი ჰერცოგინიის ტიტულები. 1575 წელს ცოლად გაჰყვა მეფე ანრი III დე ვალუას.

ლუიზა დე ლორენ-ვედემონი
Louise de Lorraine-Vaudemont
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 თებერვალი, 1575
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო, 1589
წინამორბედი: ელიზაბეთ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარგარიტა დე ვალუა
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 15 თებერვალი, 1575
მმართ. დასასრული: 12 მაისი, 1575
წინამორბედი: კათარინა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1553
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 29 იანვარი, 1601, (47 წლის)
გარდ. ადგილი: ალიე, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი III, საფრანგეთის მეფე
დინასტია: ლოთარინგიული
მამა: ნიკოლა, მერკორის გრაფი
დედა: მარგარიტა დ'ეგმონი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ლუიზა ახალგაზრდობაში

ლუიზა დე ლორენ-ვედემონი და დაიბადა 1553 წლის 30 აპრილს, ლოთარინგიის ქალაქ ნომენში. ლუიზას მამა იყო გრაფი ნიკოლას დე ლორენ-ვედემონი, ხოლო დედა გრაფინია მარგარეტ ეგმონტელი[1]. ლუიზას დედა ძალიან ადრე გარდაიცვალა[1], ამიტომ ლუიზას მამამ მეორე ცოლი მოიყვანა - კეტრინ დე ლორენ-ომალი. კეტრინს არ უყვარდა ლუიზა, ამიტომაც გამუდმებით ცდილობდა ლუიზასათვის რაიმე ევნო. აქედან გამომდინანე ლუიზას ძალიან უბედური ბავშვობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა ლუიზა მამამ უზრუნველყო საუკეთესო განათლებით. როგორც ისტორიკოსები ახასიათებენ ლუიზა იყო: ლამაზი, მშვიდი, კეთილი და ძალიან ღვთისმოშიში კათოლიკე ქალი.

ლუიზამ მისი მომავალი მეუღლის, ანრი დე ვალუას გული ჯერ კიდევ 1574 წელს დაიპყრო. ანრის ლუიზა ძალიან მოსწონდა როგორც მისი გარეგნული, ისე შინაგანი თვისებების გამო. ლუიზას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ანრის უფროს დასთან, კლაუდიასთან რომელიც ლოთარინგიის ჰერცოგინია იყო და ყველა ლოთარინგიელ დიდგვაროვანს იცნობდა. სწორედ კლაუდიამ გააცნო ერთმანეთი ლუიზასა და ანრის. ამ პერიოდში ანრის საყვარელი ჰყავდა, ის იყო პრინცი კონდეს მეუღლე, მარია კლეველი. 1573 წელს ანრი დე ვალუა აირჩიეს პოლონეთის მეფედ და ლიტვის დიდ ჰერცოგად. ანრის ამ პერიოდისათვის ლუიზა უკვე უყვარდა, ამიტომაც პოლონეთიდან მას სასიყვარულო წერილებს სწერდა. მალე ანრიმ ლუიზას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. მაგრამ ლუიზას კონკურენტი გამოუჩნდა მარია კლეველის სახით, რომელიც მეუღლესთან განქორწინებას და ანრიზე დაქორწინებას გეგმავდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლუიზას გაუმართლა, 1574 წლის დასაწყისში მარია გარდაიცვალა. მაგრამ ლუიზას ხელს უშლიდა ისიც, რომ მას არ ჰქონდა საკმარისად მაღალი დონის ტიტული რათა დედოფალი გამხდარიყო. 1574 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე შარლ IX, ანრის ძმა, იქიდან გამომდინარე, რომ შარლს შვილი არ ჰყავდა საფრანგეთის მეფე ანრი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ანრი პოლონეთში მეფობდა საფრანგეთის მართვის სადავეები ხელში ანრის დედამ, ეკატერინე მედიჩიმ აიღო.

დედოფლობა

რედაქტირება
 
ანრი III დე ვალუა, ლუიზას მეუღლე
 
ლუიზას გერბი

მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა ანრიმ 1575 წლის 15 თებერვალს ლუიზა ცოლად შეირთო. ამავე დღეს ლუიზამ მიიღო სამი სახელმწიფოს - საფრანგეთის, პოლონეთისა და ლიტვის - დედოფლის ტიტული. ლუიზა რომელიც მანამდე უბრალო გრაფინია იყო, ახლა უკვე ნახევარი ევროპის დედოფალი იყო. ლუიზამ და ანრიმ ჯვარი რიმეს საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ეკატერინე მედიჩის დიდად არ მოსწონდა, ლუიზა (მისი დაბალი წარმომავლობის გამო), თუმცა ეკატერინემ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მას მოსწონდა რძალი მისი თავმდაბლობის, წესიერებისა და სიმშვიდის გამო. 1575 წლის 12 მაისს ანრი და ლუიზა პოლონეთიდან გაიპარნენ საფრანგეთში, ამის გამო მათ პოლონეთისა და ლიტვის ტახტი დაკარგეს თუმცა, მათ ეს არ უდარდიათ.ისინი ელოდნენ მემკვიდრესაც, თუმცა ლუიზას ნაყოფი მოსწდა. 1576 წელს ანრიმ ხელი მოაწერა ბეაულიეუს ედიქტს, რომელმაც ჰუგენოტები უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა. მეფის ამ ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ კათოლიკე ანრი I გიზის ჰერცოგის ინიციატივით ჩამოყალიბდა კათოლიკეთა ლიგა. ამგვარი მდგომარეობისა და ქმედებების ფონზე ანრი იძულებული გახდა გაეუქმებინა დათმობათა უმეტესობა, რომელსაც ითვალისწინებდა აღნიშნული ედიქტი პროტესტანტების მიმართ. 1584 წელს ანრის უმცროსი ძმა ფრანსუა ანჟუელი დაიღუპა. სალის კანონის მიხედვით ტახტის მემკვიდრე ხდებოდა ჰუგენოტი ანრი III ნავარელი ლუი IX-ის შთამომავალი. გიზის ჰერცოგის ზეგავლენით ანრი III-მ გამოსცა ედიქტი, რომლითაც აკრძალა პროტესტანტიზმი და ამ ნაბიჯით ანრი ნავარელს მემკვიდრის უფლებები ჩამოართვა. ანრი III-მ დაამყარა მეგობრობა ჟან დე ლა ბარიერესთან და 1587 წელს აუშენა ეკლესია მათი მეგობრობის უკვდავსაყოფად. მთელი ამ დროის განმავლობაში ლუიზა მკურნალობდა რათა მემკიდრე გაეჩინა თუმცა უშედეგოდ, ამავდროულად ლუიზას დედამთილი, დედადედოფალი ეკატერინე მედიჩი საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ლუიზაზე. ამ პირობების ფონზე ლუიზა დეპრესიაში ჩავარდა და ძალიან გახდა. მალე მალე ხალხში ჭორები გავრცელდა, რომ ანრი და ლუიზა განქორწინებას აირებდნენ, თუმცა ტყუილი აღმოჩნდა.ლუიზა იყო პოლიტიკურად პასიური დედოფალი, იგი არ მონაწილეობდა ოფიციალურ შეხვედრებში,არ მონაწილეობდა სამეფო ცერემონიებში და ასევე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა სამეფო ბანკეტებზე. 1588 წელს შექმნილი პოლიტიკური პირობების გამო, სამეფო ოჯახმა დატოვა პარიზი. იმავე წლის 23 დეკემბერს გიზის ჰერცოგი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში, სადაც მცველებმა მოკლეს ჯერ ჰერცოგი, შემდეგ კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა. გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი, რათა შეერთებოდა ანრი ნავარელის ჯარს. 1589 წლის 1 აგვისტოს ანრი III თავისი ჯარით დაბანაკებული იყო სენტ-კლოდში პარიზის სიახლოვეს, ემზადებოდა რა პარიზზე შეტევისთვის. გიზის ჰერცოგების მკვლელობამ აღაშფოთა კათოლიკეები. მათ შორის ჟაკ კლემანი, დომინიკელი ფანატიკოსი, რომელიც შეუფარველად მტრობდა ჰუგენოტებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომის პაპმა დასწყევლა ისინი. კლემანმა გადაწყვიტა ბანაკში შეპარულიყო და მეფემდე მიეღწია ყალბი დოკუმენტებით, ვითომდა მეფისთვის მნიშვნელოვანი წერილი მიჰქონდა. მეფესთან მისულმა ბერმა მიაწოდა ქაღალდების შეკვრა და მისკენ გადაიწია ვითომ საიდუმლო დანაბარები უნდა გადაეცა მეფისთვის. ანრიმ თავის მცველებს ანიშნა რომ გასცილებოდნენ. კლემენტტმა კი მეფეს ყურში ჩურჩულით მუცელში გაუყარა დანა. გაოგნებულმა მეფემ მცველებს უხმო საშველად. მანამდე კი ისიც მოახერხა, რომ ხანჯალი ამოეძრო და კლემანსაც კი მოარტყა ტავში. დაბნეული კლემანი გაიქცა, თუმცა კართან მეფის გვარდიელებმა დაიჭირეს, მოკლეს და ფანჯრიდან გადააგდეს. დაჭრილ მეფეს კი ჭრილობა გაუკერეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავის მემკვიდრედ ანრი ნავარელი გამოაცხადა. მტრებს კი, ჟაკ კლემანის ჩათვლით, ცოდვები მიუტევა. ღამის სამ საათზე კი საფრანგეთის მეფე ანრი III გარდაიცვალა.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

რედაქტირება
 
ლუიზა სიბერეში

ანრის გარდაცვალების შემდეგ ლუიზას საფრანგეთის დედოფლის ტიტული ჩამოერთვა. საფრანგეთის ტახტის გამო კი სადავო მემკვიდრეობის გამო საშინელი ბრძოლა ატყდა. საყვარელი მამაკაცის სიკვდილის გამო ლუიზას დეპრესია დაეწყო. საფრანგეთის დედოფალთა სამგლოვიარო ფერი თეთრი იყო, ლუიზა კი ამ ფერის ტანისამოსს გლოვის ნიშნად რამდენიმე წელი ატარებდა რის გამოც მას „თეთრი დედოფალი“ ეწოდა. ლუიზამ სიცოცხლის დარჩენილი წლები ერთ-ერთ შატოში გაატარა და იგი მეორედ აღარ გათხოვილა. 1601 წლის 29 იანვარს 47 წლის ლუიზა გარდაიცვალა, ქალაქ მულინსში. იგი დაკრძალეს კაპუჩინების მონასტერში, 1817 წელს ლუიზას ნეშტი გადაასვენეს სენ დენის ბაზილიკაში, საფრანგეთის მეფეთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფრიდა, ლეონი, Catherine de Medici

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Louise of Loraine, encyclopedia.com, retrieved 30 April 2016