მათე (სრი)
მათე, მატიას (დ. 24 იანვარი, 1557, ვენა – გ. 20 მარტი, 1619, იქვე) — ავსტრიის ერცჰერცოგი, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1612–1619 წლებში. იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის უმცროსი ძე. მამის მხრიდან ფერდინანდ I-ის, ხოლო დედის მხრიდან კარლ V-ის შვილიშვილი.
მათე ჰაბსბურგი | |
---|---|
Matthias Habsburg | |
საღვთო რომის 24-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ივნისი, 1612 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1619 |
წინამორბედი: | რუდოლფ II |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II |
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-6 ერცჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ივნისი, 1608 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1619 |
წინამორბედი: | რუდოლფ II |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II |
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე | |
კორონაცია: | 19 ნოემბერი, 1608, პრესბურგი |
მმართ. დასაწყისი: | 25 ივნისი, 1608 |
მმართ. დასასრული: | 1 ივლისი, 1618 |
წინამორბედი: | რუდოლფ II |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II |
ბოჰემიის მეფე | |
კორონაცია: | 23 მაისი, 1611, პრაღა |
მმართ. დასაწყისი: | 11 მარტი, 1611 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1619 |
წინამორბედი: | რუდოლფ II |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II |
სხვა წოდებები: |
რომაელ-გერმანელთა მეფე ბურგუნდიის ჰერცოგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 თებერვალი, 1557 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 20 მარტი, 1619 |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან II |
დედა: | მარია ესპანელი |
1593 წლიდან თავისი სულით ავადმყოფი ძმის რუდოლფ II-ის ნაცვალი ზემო და ქვემო ავსტრიაში. 1608 წელს აიძულა რუდოლფ II დაეთმო მისთვის ავსტრია, უნგრეთი, მაზოვია; ხოლო 1611 წელს - ჩეხეთი, სილეზია და ლუჟიცი.
ჩეხეთსა და უნგრეთში თავის ნაცვლად დანიშნა ფანატიკოსი კათოლიკე და მომავალი საღვთო რომის იმპერატორი – ფერდინანდ II შტირიელი, ამან ბიძგი მისცა ჩეხეთის აჯანყებას (1612-1620 წწ.), რომელიც ოცდაათწლიანი ომის დაწყების საბაბად იქცა. უშვილოდ დარჩენილი მათე 1619 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 349.