ფერდინანდ II შტირიელი

ფერდინანდ II (დ. 9 ივლისი 1578 — გ. 15 თებერვალი 1637) — საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი 1619—1637 წლებში, ასევე უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, .ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ოცდაათწლიანი ომი.

ფერდინანდ II შტირიელი
Ferdinand II
საღვთო რომის 25-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 28 აგვისტო, 1619
მმართ. დასასრული: 15 თებერვალი, 1637
წინამორბედი: მათე
მემკვიდრე: ფერდინანდ III
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-7 ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 9 ოქტომბერი, 1619
მმართ. დასასრული: 15 თებერვალი, 1637
წინამორბედი: მათე
მემკვიდრე: ფერდინანდ III
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 1 ივლისი, 1618, პრესბურგი
მმართ. დასაწყისი: 18 მაისი, 1618
მმართ. დასასრული: 15 თებერვალი, 1637
წინამორბედი: მათე
მემკვიდრე: ფერდინანდ III
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 29 ივნისი, 1618, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 6 ივნისი, 1617
მმართ. დასასრული: 19 აგვისტო, 1619
წინამორბედი: მათე
მემკვიდრე: ფრიდრიხ I
სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივლისი, 1578
დაბ. ადგილი: გრაცი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 15 თებერვალი, 1637
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მარია ანა ბავარიელი
(ქ. 1600 - გარდ. 1616)
ელეონორა გონძაგა
(ქ. 1622)
შვილები: 1. ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
2. მარია ანა, ბავარიის კურფიურსტი
3. სესილია რენატა, პოლონეთის დედოფალი
4. ლეოპოლდ ვილჰელმი, ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ II
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი

ცხოვრება

რედაქტირება

ფერდინანდი დაიბადა გრაცში. მამამისი იყო კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი, ხოლო დედა — მარია ანა ბავარიელი. მან განათლება მიიღო იეზიუტებისგან, ხოლო შემდგომ ცოდნის მიღება განაგრძო ინგოლშტადტის უნივერსიტეტში. 1595 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ის დაუბრუნდა თავის სამემკვიდრეო მიწებს და მოაწყო მომლოცველთა მოგზაურობა ლორეტოსა და რომში. ამის შემდეგ მალევე, ფერდინანდმა დაიწყო არაკათოლიკური აღმსარებლობის პირთა განდევნა.

ონატეს ხელშეკრულებით, ფერდინანდმა მიიღო ესპანელი ჰაბსბურგების მხარდაჭერა, რომ გამხდარიყო უშვილოდ დარჩენილი საღვთო რომის იმპერატორ მათეს მემკვიდრე, რის სანაცვლოდაც ესპანეთმა მიიღო ელზასი და იტალია. 1617 წელს, ბოჰემიის დიდებულთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, ფერდინანდი გახდა ბოჰემიის მეფე; 1618 წელს, უნგრეთის მემამულეთა ნებით — უნგრეთის მეფე, ხოლო 1619 წელს — საღვთო რომის იმპერატორი.

ფერდინანდის კათოლიკური ბრმადმორწმუნეობა არაკათოლიკე მოსახლეობისთვის მღელვარების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით კი ბოჰემიაში. ის არ აპირებდა გაეგრძელებინდა თავისი ბიძაშვილის, რუდოლფ II-ის პოლიტიკა, რომლითაც დიდგვაროვნებს და მოქალაქეებს ეძლეოდათ უფლება თავისუფლად გამოეხატათ მრწამსი. ამას გარდა, ფერდინანდი იყო აბსოლუტიზმის მიმდევარი მონარქი და დიდგვაროვნებს რამდენიმე ისტორიული პრივილეგია ჩამოართვა ან შეუზღუდა. პროტესტანტული სამთავროების გაერთიანებამ და წინააღმდეგობამ, 1618 წელს გამოიწვია ოცდაათწლიანი ომი კათოლიკურ და პროტენსტან მხარეებს შორის.

ომის მიმდინარეობის პერიოდში ფერდინანდი იყო ანტიპროტესტანტული ძალების ძირითადი დასაყრდენი და კათოლიკური ლიგის მეთაური.

კათოლიკური ლიგის, ესპანეთის მეფეთა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებული სახელმწიფოს მხარდაჭერით ფერდინადმა გადაწყვიტა აღედგინა ბოჰემიაში თავისი ძალაუფლება და ჩაეხშო აჯანყება. 1620 წლის 8 ნოემბერს ფერდინანდის ძალებმა მოახერხეს ფრიდრიხ V-ის ძლევა, რომელიც ბოჰემიაში მის მიწინააღმდეგე მეფედ იყო არჩეული. ამის შემდეგ ფერდინანდმა მიმართა მასობრივ ზეწოლებს, რომლითაც ბოჰემიისა და ავსტრიის მოსახლეობა უნდა გადაეყვანათ კათოლიციზმზე. ამის შედეგად, მომავალი ათწლეულის შემდეგ, პროტესტანტები საერთოდ გაუჩინარდნენ ამ რეგიონებიდან, ხოლო მსხვილ მემამულეთა ძალაუფლება შესუსტდა.

1625 წლისათვის, ესპანეთისა და რომის პაპისგან მიღებული დახმარების მიუხედავად, ფერდინანდი აღმოჩნდა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. მას სჭირდებოდა არმიის შეკრება, რათა გაეგრძელებინა ომი. ამიტომ, დახმარებისთვის მიმართა ალბრეხტ ვალენშტაინს, რომელიც ბოჰემიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ის დათანხმდა ამ თხოვნას, იმ პირობით, რომ თავად გააკონტროლებდა ომის მიმდინარეობას და მოპოვებული ნადავლიც მასვე გადაეცემოდა. ვალენშტაინმა მოახერხა 30 ათასი (შემდგომში 100 ათასამდე შეძლო გაზრდა) ახლაწვეულის შეგროვება, რომლის წყალობითაც დამარცხებულ იქნა პროტესტანტული სილეზია, ანჰალტი და დანია. კათოლიკეთა შეუჩერებელი გამარჯვებების შემდეგ, ფერდინანდმა გამოსცა აქტი, რომლითაც უნდა აღმდგარიყო 1552 წლის პასაუს შეთანხმებით არსებული მდგომარეობა.

კათოლიკეთა გამარჯვებამ და მათმა პოლიტიკამ შეაშფოთა შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფი. 1632 წლის ნოემბერში ბრძოლა გაიმართა საიმპერიო ჯარებს, რომელსაც მეთაურობდა ალბრეხტ ვალენშტაინი და შვედეთის არმიას შორის, გუსტავ II ადოლფის მეთაურობით. ლიუცენის ბრძოლა (1632) გერმანელთა მარცხით დასრულდა, თუმცა გუსტავ ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა. მალევე, 1634 წელს, ვალენშტაინის ბუნდოვანი და საეჭვო ქმედებების გამო, სავარაუდოდ ფერდინანდის ბრძანებით, ის მოკლულ იქნა.

გერმანული ჯარების მარცხის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს რეგენსბურგის დაკავება და ასევე, გაიმარჯვეს ნორდლინგენის ბრძოლაში 1634 წელს. შვედეთის უსუსურობამ შეაშფოთა საფრანგეთი, რომ იმპერიის ძალების შემობრუნების შემთხვევაში შეიძლებოდა საფრანგეთს წინააღმდეგობა ვეღარ გაეწია მოუმზადებლობის გამო, და ამიტომ, ლუი XIII-მ და კარდინალმა რიშელიემ გადაწყვიტეს პროტესტანტების მხარეს ჩაბმულიყვნენ ომში. 1635 წელს, ფერდინანდმა ხელი მოაწერა პრაღის სამშვიდობო აქტს, თუმცა ამან მაინც ვერ მოუღო ბოლო წარმოებულ ომს.

1637 წელს ფერდინანდ II გარდაიცვალა და ტახტზე ასულ მის შვილს, ფერდინანდ III-ს იმპერია რთულ მდგომარეობაში მყოფი გადაეცა. ფერდინანდ II-ის სხეული დაკრძალულია ავსტრიაში, გრაცის მავზოლეუმში, ხოლო გული — ავგუსტინიანთა ეკლესიაში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Johann Franzl: Ferdinand II. Kaiser im Zwiespalt der Zeit. Styria, Graz/Wien/Köln 1989, ISBN 3-222-11960-0.
  • Dieter Albrecht: Ferdinand II. In: Anton Schindling, Walter Ziegler (Hrsg.): Die Kaiser der Neuzeit. 1519–1918. Heiliges römisches Reich, Österreich, Deutschland. München 1990, ISBN 3-406-34395-3, S. 125–141.
  • Hans-Thorald Michaelis: Kärnter Exilantenschicksal in der Zeit der Gegenreformation. Ein Beitrag zur Geschichte der religiös motivierten Vertreibungspolitik Erzherzog Ferdinand II. in Kärnten in den Jahren 1596–1637. In: Jahrbuch für die Geschichte des Protestantismus in Österreich 112. Jg., 1996.
  • Thomas Winkelbauer: Ständefreiheit und Fürstenmacht. Länder und Untertanen des Hauses Habsburg im konfessionellen Zeitalter. Teil 1. In: Herwig Wolfram (Hrsg.): Österreichische Geschichte 1522–1699. Verlag Carl Ueberreuther, Wien 2004, ISBN 3-8000-3532-4.
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Piper Verlag 2007, ISBN 978-3-492-24753-5.
  • Štěpán Vácha: Der Herrscher auf dem Sakralbild zur Zeit der Gegenreformation und des Barock. Eine ikonologische Untersuchung zur herrscherlichen Repräsentation Kaiser Ferdinands II. in Böhmen. Artefactum, Prag 2009, ISBN 978-80-86890-23-4.
  • Thomas Brockmann: Dynastie, Kaiseramt und Konfession. Politik und Ordnungsvorstellungen Ferdinands II. im Dreißigjährigen Krieg. Schöningh, Paderborn 2011, ISBN 978-3-506-76727-1.