მარია ანა ბავარიელი (1574-1616)

მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 18 დეკემბერი, 1574, მიუნხენი — გ. 8 მარტი , 1616, გრაცი) — იმპერატორ ფერდინანდ II-ის პირველი ცოლი.

მარია ანა ბავარიელი
მშობლიური სახელი Maria Anna von Bayern
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი 1574
მიუნხენი
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი 1616
გრაცი
მეუღლე(ები) ფერდინანდ II
მშობლები მამა: ვილჰელმ V ბავარიელი
დედა: რენატა ლოთარინგიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პრინცესა მარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგის, ვილჰელმ V-ის და რენატა ლოთარინგიელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან ის იყო ბავარიის ჰერცოგის, ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის შვილიშვილი, ხოლო დედის მხრიდან — ლოთარინგიის ჰერცოგის, ფრანცის I-ის და კრინსტინა დანიელის შვილიშვილი.

1600 წლის 23 აპრილს მარია ანა დაქორწინდა თავის მამიდაშვილზე, ფერდინანდზე. ამ ქორწინებამ უფრო გააძილერა ვიტელსბახების და ჰაბსბურგების კავშირი. მიუხედავად პოლიტიკური მოტივებისა, ქორწინება გამოდგა იღბლიანი. მარია ანა არ ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში და იქამდე გარდაიცვალა, სანამ ფერდინანდ II გახდებოდა უნგრეთის და ჩეხეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. დაკრძალულია გრაცის მავზოლეუმში.

1622 წელს ფერდინანდ II დაქორწინდა პრინცესა ელეონორა გონძაგაზე.

ფერდინანდ II-ს და მარია ანა ბავარიელს შეეძინათ 7 შვილი:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hellmut Andics: Die Frauen der Habsburger. Heyne, München 1997
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Piper, 2007