ვილჰელმ V (ბავარიის ჰერცოგი)
ვილჰელმ V ღვთისმოსავი (გერმ. Wilhelm V der Fromme; დ. 29 სექტემბერი, 1548, ლანდსჰუტი — გ. 7 თებერვალი 1626, მიუნხენი) — ბავარიის ჰერცოგი 1579-დან 1597 წლამდე.
ვილჰელმ V ღვთისმოსავი | |
---|---|
Wilhelm V der Fromme | |
ბავარიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ოქტომბერი 1579 |
მმართ. დასასრული: | 15 ოქტომბერი 1597 |
წინამორბედი: | ალბრეხტ V |
მემკვიდრე: | მაქსიმილიან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 სექტემბერი 1548 |
დაბ. ადგილი: | ლანდსჰუტი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 7 თებერვალი 1626 |
გარდ. ადგილი: | მიუნხენი, გერმანია |
მეუღლე: | რენატა ლოთარინგიელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ალბრეხტ V |
დედა: | ანა ავსტრიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავილჰელმ ღვთისმოსავი იყო ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ვაჟი. მან მიიღო იეზუიტური განათლება და იყო კონტრფორმაციის პრინციპების ერთგული. მან მიიღო "ღვთისმოსავის" წოდება, რადგანაც მთელ თავისუფალ დროს უთმობდა წირვას, ლოცვას და სასულიერო ლიტერატურას. მონაწილეობდა სახოგადოებრივ ცხოვრებაში და იყო დიდი მლოცველი. ის, როგორც პრინცი ცხოვრობდა ტრაუსნიცის ციხესიმაგრეში ლანდსჰუტში. 1568 და 1578 წლებში მან შექმნა რენესანსული ტიპის გოთური ციხესიმაგრე.
ოჯახი
რედაქტირება1568 წლის 22 თებერვალს ვილჰელმ V დაქორწინდა რენეტა ლოთარინგიელზე . მათ შეეძინათ 10 შვილი, რომელთაგანაც 3 შვილი ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა.
- კრისტოფი (1570)
- კრისტინა (1571—1580)
- მაქსიმილიან I (1573—1651) — ბავარიის ჰერცოგი.
- მარია ანა (1574—1616) — ფერდინანდ II-ის პირველი ცოლი.
- ფილიპე ვილჰელმი (22 სექტემბერი 1576 — 18 მაისი 1598) — რეგენსბურგის არქიეპისკოპოსი
- ფერდინანდი (6 ოქტომბერი 1577 — 13 სექტემბერი 1650)
- ელეონორა მაგდალენა (1578—1579)
- კარლი (1580—1587)
- ალბრეხტი (26 თებერვალი 1584 — 5 ივლისი 1666)
- მაგდალენა (4 ივლისი 1587 — 25 სექტემბერი 1628);
ლიტერატურა
რედაქტირება- Sigmund von Riezler., Wilhelm V. der Fromme, Herzog von Baiern // Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 43, Leipzig: Duncker & Humblot, 1898. — P. 88—90.