ალბრეხტ ფონ ვალენშტაინი
ალბრეხტ ვენცელ ოისებიუს ფონ ვალდშტაინი (ვალენშტაინი) (გერმ. Albrecht Wenzel Eusebius von Waldstein (Wallenstein), ჩეხ. Albrecht (Vojtech) Václav z Valdštejna; დ. 15 სექტემბერი, 1583, ჰერჟმანიცე, ბოჰემია (ამჟამად ჰრადეც-კრალოვეს მხარე) — გ. 25 თებერვალი, 1634, ხები, ბოჰემია) — იმპერიის გენერალისიმუსი და ფლოტის ადმირალი (21 აპრილი 1628), ოცდაათწლიანი ომის გამოჩენილი სარდალი. ფრიდლანდიისა და მეკლენბურგის ჰერცოგი.
ვალენშტაინი სამხედრო სამსახურიდან მოხსნეს 1630 წლის 13 აგვისტოს მას შემდეგ, რაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფერდინანდ II ააღელვა გენერალისიმუს ვალენშტაინის ამბიციებმა. თუმცა პროტესტანტულ არმიებთან განცდილმა რამდენიმე მარცხვა იმპერატორ ფერდინანდს აიძულა, კვლავ მოეხმო ვალენშტაინი სამხედრო სამსახურში, რამაც ომის მსვლელობა იმპერატორის სასარგებლოდ შემოაბრუნა. იმპერატორის მოპყრობით უმკაყოფილო ვალენშტაინმა დაიწყო პროტესტანტებთან ალიანსის ვარიანტის განხილვა. თუმცა იგი მოკლა არმიის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, უოლტერ დევერომ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Валленштейн в программе Н. Басовской на «Эхе Москвы»
- Ивонин И.Е. Альбрехт Валленштейн. - Вопросы истории. - 2003. - № 1. - C. 48-77. დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Махун С.Г. «Знакомый миру образ дерзновенный» Талеры и дукаты герцога Альбрехта фон Валленштейна. დაარქივებული 2013-04-29 საიტზე Wayback Machine. ISBN 966-339-127-8