მარია ანა ბავარიელი (1551-1608)
მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 21 მარტი 1551, მიუნხენი — გ. 29 აპრილი 1608, გრაცი) — ერცჰერცოგ კარლ II შტირიელის ცოლი.
მარია ანა ბავარიელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Maria Anna von Bayern |
დაბადების თარიღი |
21 მარტი 1551 მიუნხენი, გერმანია |
გარდაცვალების თარიღი |
29 აპრილი 1608 გრაცი, ავსტრია |
მეუღლე(ები) | კარლ II შტირიელი |
მშობლები |
მამა: ალბრეხტ V დედა: ანა ავსტრიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგ ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ქალიშვილი. ის იყო ოჯახში მეოთხე შვილი. მის და-ძემბს შორის იყვნენ ვილჰელმ V, ერნესტ ბავარიელი, ფერდინანდ ბავარიელი და მარია მაქსიმილიანა.
მამის მხრიდან მისი ბებია და პაპა იყვნენ ვილჰელმ IV და მარია ჯაკობა ბადენელი, ხოლო დედის მხრიდან — ფერდინანდ I და ანა იაგელონი.
1571 წლის 26 აგვისტოს, ვენაში მარია ანა დაქორწინდა თავის ბიძა კარლ II-ზე. კარლის გარდაცვალების შემდეგ შვილების (განსაკუთრებით მომავალი იმპერატორ ფერდინანდ II-ის) აღზრდა მარია ანას ძმამ, ჰერცოგ ვილჰელმ V-მ თავის თავზე აიღო.
მარია ანა ბავარიელი გარდაიცვალა 1608 წლის 29 აპრილს, ქმრის გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ.
შვილები
რედაქტირებამარია ანა ბავარიელს და კარლ II-ს ჰყავდათ 15 შვილი:
- ფერდინანდი (1572)
- ანა (1573–1598) — პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის ცოლი.
- მარია კრისტინა (1574–1621) — ჟიგმონდ ბატორის პირველი ცოლი.
- კატარინა რენეტა (1576–1595)
- ელიზაბეთი (1577–1586)
- ფერდინანდ II (1578–1637) — საღვთო რომის იმპერატორი
- კარლი (1579–1580)
- გრეგორია მაქსიმილიანა (1581–1597)
- ელეონორა (1582–1620) — მონაზონი
- მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი (1583–1616) — ერცჰერცოგი
- მარგარეტი (1584–1611) — ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ცოლი.
- ლეოპოლდ V (1586–1632) — ავსტრიის ერცჰერცოგი.
- კონსტანცია (1588–1631) — პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის მეორე ცოლი.
- მარია მაგდალინა (1589–1631) — კოზიმო II მედიჩის ცოლი.
- კარლ ავსტრიელი (1590–1624) — ეპისკოპოსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- HAMANN, Brigitte, Die Habsburger: Ein Biografisches Lexicon (Munich: Piper, 1988).
- SÁNCHEZ, Magdalena, (2000) A Woman’s Influence: Archduchess Maria of Bavaria and the Spanish Habsburgs. In C. Kent, T.K. Wolber, C.M.K. Hewitt (Eds.) The lion and the eagle: interdisciplinary essays on German-Spanish relations over the centuries (pp. 91–107). New York: Berghahn Books.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მარია ანა ბავარიელი (1551-1608)