ელეონორა ავსტრიელი (1582-1620)
ელეონორა ავსტრიელი (გერმ. Eleonore von Österreich; დ. 25 სექტემბერი, 1582, გრაცი, ავსტრია — გ. 28 იანვარი, 1620, ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი.
ელეონორა ავსტრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1582 გრაცი, ავსტრია |
გარდაცვალების თარიღი |
28 იანვარი, 1620, (37 წლის) ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი დედა: მარია ანა ბავარიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელეონორა დაიბადა 1582 წლის 25 სექტემბერს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი ცოლის, ბავარიის ჰერცოგ ალბერტ V-ის ასულ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. ყველა მისი და-ძმის მსგავსად, ელეონორასაც მემკვიდრეობით გადაეცა ჰაბსბურგთათვის დამახასიათებელი წინ წამოწეული ქვედა ყბა. იგი ბავშვობიდანვე ძალიან ჯიუტი, მეტად გონიერი და ძლიერი გოგონა იყო. მან ჯერ კიდევ ჩვილობაში გადაიტანა იმ დროისათვის მომაკვდინებელი დაავადება — წითურა.
მის დებთან, გრეგორია მაქსიმილიანასთან და მარგარეტთან ერთად, ელეონორაც განიხილებოდა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის საცოლედ. ავსტრიელებმა ესპანეთის სამეფო კარზე ამ სამი გოგონას პორტრეტი გააგზავნეს, საიდანაც თავად ფილიპემ მარგარეტი აირჩია, მამამისმა კი გრეგორია. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეეცადეს მის გათხოვებას, თუმცა ამ ჯერად იტალიაში, მაგრამ ქორწინება ვერცერთხელ ვერ შედგა.
საბოლოოდ 1607 წლიდან მოყოლებული, იგი თავის დასთან, წარსულში ტრანსილვანიის მთავარ მარია კრისტინასთან ერთად დასახლდა ჰალ-ინ-ტიროლში. აქ იგი მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა წესით ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1620 წლის 28 იანვარს, 37 წლის ასაკში. მომავალ წელს დაიღუპა მისი დაც, მარია კრისტინა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Deutsche Gesellschaft für Rassenhygiene: Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie einschließlich Rassen- und Gesellschafts-Hygiene, Band 8, S. 779 Digitalisat.
- Karl Acham: Kunst und Geisteswissenschaften aus Graz, Band 2, Böhlau Verlag Wien, 2009, S. 88.
- Jahrbuch für Europäische Geschichte 2007, Band 8, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 2007, S. 35 Digitalisat.
- Eleonore. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger, 1988, S. 78.