ჰალ-ინ-ტიროლი (გერმ. Hall in Tirol) — ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის ფედერალურ მხარეში, ისნბრუკ-ლანდის რაიონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 574 მეტრზე, მხარის დედაქალაქ ინსბრუკიდან 5 კმ-ით აღმოსავლეთით, ინის ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 12 700 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
ჰალ-ინ-ტიროლი
გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მიწა ტიროლი
კოორდინატები 47°17′00″ ჩ. გ. 11°30′00″ ა. გ. / 47.28333° ჩ. გ. 11.50000° ა. გ. / 47.28333; 11.50000
ფართობი 5.54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 574 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 13 897 (1 იანვარი, 2018)[1] ,
14 771 (31 დეკემბერი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 05223
საფოსტო ინდექსი 6060
საავტომობილო კოდი IL
ოფიციალური საიტი http://www.hall-in-tirol.at/
ჰალ-ინ-ტიროლი — ავსტრია
ჰალ-ინ-ტიროლი

წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად 1232 წელს იხსენიება სალინას სახელით, თანამედროვე სახელი კი 1256 წლით თარიღდება, ისევე როგორც ჰალეს, შვებიშ-ჰალისა და ჰალშტატის, რაც კელტური სიტყვა მარილისგან მომდინარეობს. XIII საუკუნეში ქალაქისა და მისი შემოგარენის მთავარ ინდუსტრიულ საქმიანობას განაპირობებდა მის ჩრდილოეთით არსებული მარილის საბადო.

1938-1974 წლებში ქალაქს ზოლბად-ჰალი ერქვა. სახელი შეეცვალა მას შემდეგ, რაც 1967 წელს მარილის საბადოები დაიხურა.

ქალაქის ქუჩა

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება