კათარინა რენატა ავსტრიელი

კათარინა რენატა ავსტრიელი (გერმ. Katharina Renata von Österreich; დ. 4 იანვარი, 1576, გრაცი, ავსტრია — გ. 29 ივნისი, 1599, შტირია, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, მარია ანა ბავარიელის ასული.

კათარინა რენატა ავსტრიელი
დაბადების თარიღი 4 იანვარი, 1576
გრაცი, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 1599, (23 წლის)
შტირია, ავსტრია
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
დედა: მარია ანა ბავარიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კათარინა რენატა დაიბადა 1576 წლის 4 იანვარს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, ბავარიის ჰერცოგ ალბერტ V-ის ასულ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. კათარინა რენატას, ისევე როგორც მის დებს წინ წამოწეული ქვედა ყბა ჰქონდათ, რაც მხოლოდ ჰაბსბურგებისთვის იყო დამახასიათებელი, ამის გამო ისინი "ჭეშმარიტ ჰაბსბურგებად" მიიჩნეოდნენ.

როდესაც იგი სრულწლოვანი გახდა, მისმა მშობლებმა მის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყეს. მის საქმროდ მოიაზრებოდა პარმის ჰერცოგი რანუციო I ფარნეზე. ისინი დაინიშნენ კიდევაც, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1599 წლის 29 ივნისს კათარინა რენატა გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სეცკაუს სააბატოში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • German Society for Racial Hygiene, Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie, einschliesslich Rassen- und Gesellschafts-Hygiene, vol. VIII, p. 779. On-line
  • Jahrbuch fur Europaische Geschichte 2007, vol. VIII, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 2007, p. 47.