კარლ ავსტრიელი
კარლ ავსტრიელი (გერმ. Karl von Innerösterreich, ასევე ცნობილია: გერმ. Karl der Postume და გერმ. Karl von Innerösterreich, დ. 7 აგვისტო, 1590, გრაცი — გ. 28 დეკემბერი, 1624, მადრიდი) — ტევტონთა ორდენის 43-ე დიდი მაგისტრი 1618—1624 წლებში. შუა ავსტრიის ერცჰერცოგი. ბრიკსენის ეპსიკოპოსი და ვროცლავის მთავარ-ეპისკოპოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარლ ავსტრიელის მშობლები იყვნენ კარლ II შტირიელი და ალბრეხტ V-ის ქალიშვილი, მარია ანა ბავარიელი .მისი ძმები იყვნენ საღვთო რომის იმპერატორი, ფერდინანდ II და სტრასბურგის და პასაუს ეპისკოპოსი, ლეოპოლდ V ავსტრიელი. კარლი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, გრაცში. ადრეული ასაკიდანვე მას ამზადებდნენ საეკლესიო კარიერისთვის. მან განათლება მიიღო პასაუში, ზალცბურგში, ტრენტოში და ბრიქსენში. მის განათლებაზე ზრუნდავდა ეპისკოპოსი ზეკაუ იაკოვ I.
1608 წლის 7 ივლისს კარლი აირჩიეს ვროცლავის ეპოსკოპოსად და 14 დეკემბერს დიდებით შევიდა ქალაქში. 1613 წელს გახდა ბრიქსენის ეპისკოპოსი. 1619 წელს მაქსიმილიან III-ის გარდაცვალების შემდეგ ტევტონთა ორდენის დიდ მაგისტრად აირჩიეს.
1624 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის მიწვევით ის გაემგზავრა მადრიდში, რათა გამხდარიყო პორტუგალიის მეფის მოადგილე, თუმცა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კარლ ავსტრიელი დაავადდა და 1624 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი სხეული დაკრძალეს ესკორიალის მონასტერში, ხოლო გული მისივე ანდერძით გაგზავნეს იუეზუიტთა მონასტერში, ქალაქ ნიცაში.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Arno Herzig, Małgorzata Ruchniewicz: Geschichte des Glatzer Landes. Hamburg-Wrocław 2006, ISBN 3-934632-12-2, S. 124, 133 f., 138 und 157.
- Karl Kastner: Breslauer Bischöfe. Ostdeutsche Verlags-Anstalt, Breslau 1929
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კარლ ავსტრიელი
- Illustration von 1627: Carolus Archid. Austr. Dux ...
- Bernhard Peter: Photos schöner alter Wappen: Die bischöfliche Burg in Bruneck im Pustertal დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. mit ausführlicher Beschreibung des Wappens Karls
წინამორბედი: მაქსიმილიან III ავსტრიელი |
ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი 1618–1624 |
შემდეგი: იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი |