ბრესანონე
(გადამისამართდა გვერდიდან ბრიქსენი)
ბრესანონე, ბრიქსენი (გერმ. Brixen; იტალ. Bressanone) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში. მდებარეობს ალპურ ხეობაში, ბრენერის რკინიგზის ხაზზე, მდინარეების რიენცისა და იზარკოს შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 559 მ სიმაღლეზე. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 20,286 ადამიანი. XI საუკუნეში ბრესანონე გახდა სასულიერო სამთავრო, რომელსაც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ტიროლის გრაფებთან. მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანია. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ბაროკოს კათედრალი (აღდგენილი 1745-1754), ეპისკოპოსთა სასახლე (XIII საუკუნე), მრავალი ეკლესია-მონასტერი. აწარმოებენ მატყლს, არის ჰიდროელექტროსადგური. გაშენებულია ხეხილის ბაღები და ვენახები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრესანონე იტალ. Bressanone გერმ. Brixen | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
კოორდინატები | 46°43′00″ ჩ. გ. 11°39′00″ ა. გ. / 46.71667° ჩ. გ. 11.65000° ა. გ. | ||||
ფართობი | 84.86 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 559 მ | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა და იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 20,286 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 240 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0472 | ||||
საფოსტო ინდექსი | 39042 | ||||
საავტომობილო კოდი | BZ | ||||
ოფიციალური საიტი | brixen.it/de/home.html | ||||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრესანონე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)