ლეოპოლდ V ავსტრიელი

ლეოპოლდ V ავსტრიელი (გერმ. Leopold V von Österreich; დ. 9 ოქტომბერი 1586, გრაცი — გ. 13 სექტემბერი 1632, შვაცი, ტიროლი) — ავსტრიის ერცჰერცოგი და ტიროლის გრაფი ჰაბსბურგების გვარიდან. პასაუს მთავარ-ეპისკოპოსი, სტრასბურგის მთავარ-ეპისკოპოსი, მურბახის აბატი.

ლეოპოლდ V ავსტრიელი
გერმ. Leopold V von Österreich
ტიროლის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1619
მმართ. დასასრული: 1632
წინამორბედი: მაქსიმილიან III ავსტრიელი
მემკვიდრე: ფერდინანდ კარლ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ოქტომბერი 1586
დაბ. ადგილი: გრაცი
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი 1632
გარდ. ადგილი: შვაცი
მეუღლე: კლაუდია მედიჩი
მამა: კარლ II ავსტრიელი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ჯილდოები: ოქროს საწმისის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეოპოლდ V ავსტრიელი დაიბადა 1586 წლის 9 ოქტომბერს ავსტრიის ქალაქ გრაცში. ის იყო ერცჰერცოგ კარლ II შტირიელის და მარია ანა ბავარიელის ვაჟი. განათლება მიიღო გრაცის იეზუიტების უნივერსიტეტში. 1597 წელს ჯერ კიდევ მოზარდი დაინიშნა პასაუს ეპისკოპოსის კოადიუტორად, ხოლო 1598 წელს გახდა ეპისკოპოს ურბან ფონ ტრენბახის მემკვიდრე განათლების მუიღებლად. 1607-1626 წლებში იყო სტრასბურგის ეპისიკოპოსის კოადიუტორი. 1614 წლიდან 1626 წლამდე ასევე იყო მურბახის აბატი.

ლეოპოლდ V ცხოვრობდა სასახლის კარზე საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II-ის მფარველობის ქვეშ, რომელიც ცდილობდა მის აყვანას ბოჰემიისა და გერმანიის სამეფო ტახტზე. 1609 წელს ის მონაწილეობდა ქალაქ კლევისათვის ბრძოლაში იმპერატორის მხარეს.

ლეოპოლდ V განსაკუთრებულ მფარველობას უწევდა იეზუიტთა ორდენს. 1611 წელს მან დაპატიჟა ისინი პასაუში, სადაც დაეხმარა დაეარსებინათ კოლეჯი. 1612 წელს პასაუში მან დააარსა სკოლა, რომელიც 1622 წელს ასევე ჩაბარდა იეზუიტთა ხელმძღვანელობას. 1614 წელს ქალაქ მოლშაემში ააშენა ეკლესია იეზუიტთა კოლეჯში, რაზეც მეტყველებს მისი გერბი ტაძრის შიდა დეკორზე. მან ასევე ააშენა იეზუიტთა ეკლესია ქალაქ ინსბრუკში.

მისი ბიძაშვილის, ერცჰერცოგ მაქსიმილიან III-ის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ლეოპოლდ V გახდა ტიროლის და შუა ავსტრიის რეგენტი, ხოლო 1623-დან 1630 წლამდე — ფეოდალური მიწების მმართველი ერცჰერცოგის ტიტულით. 1619 წელს მისმა ძმამ, საღვთო რომის იმპერატორმა, ფერდინანდ II-მ ის დანიშნა ვენის გუბერნატორად.

1618–1632 წლებში კათოლიკურ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა პროტესტანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1632 წელს მან დაიცვა ტიროლი შვედეთის არმიისგან.

1626 წელს ლეოპოლდ V-მ უარი თქვა სტრასბურგისა და პასაუს მთავარ-ეპისკოპოსის ტიტულზე თავის ბიძაშვილის, ლეოპოლდ ვილჰელმ ავსტრიელის სასარგებლოდ. 1626 წლის 19 აპრილს დაქორწინდა ურბინოს ჰერცოგინია კლაუდია მედიჩზე, რომელიც დიდი ჰერცოგის, ფერდინანდ I-ის ქალიშვილი და ურბინოს ჰერცოგის ქვრივი იყო. მათ დააარსეს ჰაბსბურგების დინასტიის არაპირდაპირი შტო, რომელმაც 1665 წლამდე იარსება. მათი ქორწილი იმ დროის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა გახდა.

ლეოპოლდ V ავსტრიელი გარდაიცვალა 1632 წლის 13 სექტემბერს შვაცში. ის დაკრძალულია ინსბურგში იუეზუიტთა ეკლესიაში.

ლეოპოლდ V ავსტრიელს და კლაუდია მედიჩის შეეძინათ 5 შვილი:

წინაპრები

რედაქტირება

წყაროები

რედაქტირება