ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის

ომი დენენთან (1712 წელი)
თარიღი 1701 - 1714
მდებარეობა ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა
შედეგი უტრეხტის ზავი, რაშტატის ზავი
მხარეები
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრია
ინგლისის სამეფოს დროშა ინგლისი (1707 წლამდე)
შოტლანდიის სამეფო დროშა შოტლანდია (1707 წლამდე)
დიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი (1707 წლიდან)
ირლანდიის სამეფოს დროშა ირლანდია
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დროშა ნიდერლანდი
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
სავოიის საჰერცოგოს დროშა სავოიის საჰერცოგო
პრუსიის დროშა პრუსია
ჰაბსბურგთა ესპანეთი
პორტუგალიის სამეფოს დროშა პორტუგალია
საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ბურბონული ესპანეთი
ბავარია (~1704)
კელნი
მანტუის დროშა მანტუა (~1708)
მეთაურები
საღვთო რომის იმპერიის დროშა ლეოპოლდ I
საღვთო რომის იმპერიის დროშა იოზეფ I
საღვთო რომის იმპერიის დროშა კარლ VI
საღვთო რომის იმპერიის დროშა ევგენი სავოიელი
საღვთო რომის იმპერიის დროშა მარკგრაფი ბადენი
საღვთო რომის იმპერიის დროშა გეორგ ჰანოვერელი
ინგლისის სამეფოს დროშადიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშა ანა
ინგლისის სამეფოს დროშადიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშა ჰერცოგი მალბორო
ინგლისის სამეფოს დროშადიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშა გრაფი გოლუეი
სავოიის საჰერცოგოს დროშა ვიტორიო ამადეო II
პრუსიის დროშა ფრიდრიხ I
საფრანგეთის სამეფოს დროშა ლუი XIV
საფრანგეთის სამეფოს დროშა მარშალი ვილარი
საფრანგეთის სამეფოს დროშა ჰერცოგი ბერვიკი
საფრანგეთის სამეფოს დროშა ჰერცოგი ვანდომი
საფრანგეთის სამეფოს დროშაჰერცოგი ვილრუა
ესპანეთის დროშა ფილიპე V
მაქსიმილიან II
მანტუის დროშა კარლო IV გონძაგა
ძალები
220 000 450 000
ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის ვიკისაწყობში

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის 1701-1714 — ომი გამოწვეული, საფრანგეთის ხანგრძლივი ბრძოლით ჰაბსბურგებთან ევროპაში ჰეგემონიისათვის, აგრეთვე ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე ორი სახელმწიფოს - ინგლისისა და ნიდერლანდების გამოსვლით. ომის საბაბი გახდა ესპანეთის მეფე კარლ II ჰაბსბურგის უძეობა. ესპანეთის ტახტის (ასევე ევროპასა და ამერიკაში ესპანური სამფლობელოების) მთავარ პრეტენდენტებად გამოდიოდნენ ესპანეთის სამეფო დინასტიების მონათესავე მონარქები. ესპანეთის მეფის სიძე საფრანგეთის მეფე ლუი XIV ბურბონი იმედოვნებდა ესპანეთის გვირგვინი მოეპოვებინა თავისი შვილიშვილის - ფილიპ ანჟუელისათვის, ხოლო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ლეოპოლდ I ჰაბსბურგმა ესპანეთის ტახტის კანდიდატად თავისი შვილი ერცჰერცოგი კარლი წამოაყენა. ინგლისი და ჰოლანდია ცდილობდნენ ხელი შეეშალათ როგორც ბურბონთა, ისე ჰაბსბურგთა გაძლიერებისათვის. ისინი მოითხოვდნენ ესპანური სამფლობელოების გაყოფას. კარლ II-მ ესპანეთის ტახტი საფრანგეთის გავლენით ფილიპ ანჟუელს უანდერძა, რომელმაც 1700 წელს, კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა ფილიპე V-ის სახელით. ინგლისი და ჰოლანდია ამაზე იმ პირობით დათანხმდნენ, თუ ესპანეთი დამოუკიდებელი იქნებოდა საფრანგრთისაგან და მათ შორის არავითარი უნია არ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, 1701 წლის თებერვალში ლუი XIV- ფილიპი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1701 წლის 7 სექტემბერს ჰააგაში ინგლისმა და ჰოლანდიამ კავშირი დადეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთან საფრანგეთის წინააღმდეგ (ე. წ. დიდი ალიანსი) და 1702 მაისში მას ომი გამოუცხადეს (საომარი მოქმედება იმპერიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ჯერ კიდევ 1701 წელს დაიწყო იტალიაში). მოგვიანებით ანტიფრანგული კოალიციას შეუერთდნენ: ბრანდენბურგი და გერმანიის სხვა სამთავროები, აგრეთვე დანია, პორტუგალია და ბოლოს საფრანგეთის ყოფილი მოკავშირე სავოია. ამრიგად საფრანგეთი ომში თითქმის სრულიად მარტო აღმოჩნდა.

საომარი მოქმედება ერთდროულად მიმდინარეობდა ესპანეთის ნიდერლანდში, ესპანეთში, იტალიაში, დასავლეთ გერმანიაში და ზღვებზე. ინგლის-ჰოლანდიის ჯარს სარდლობდა ჰერცოგი მალბორო, იმპერიის ჯარებს ევგენი სავოიელი. საფრანგეთის ჯარები დამარცხდნენ ჰეხშტედტთან (1704), რამიასთან (1706), ტურინთან (1706), აუდენარდესთან (1708); ინგლისის ფლოტმა 1704 წელს ხელთ იგდო გიბრალტარი, ხოლო 1708 წელს კ. მენორკა. ერცჰერცოგი კარლი ინგლისის ფლოტის მხარდაჭერით გადავიდა ესპანეთში, თავი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა და დაიპყრო კატალონია და არაგონი.

მალპლაკესთან საფრანგეთის ჯარების დამარცხების (1709) შემდეგ საფრანგეთის მდგომარეობა უიმედო აღმოჩნდა, მაგრამ საერთაშორისო ვითარების შეცვლამ, მოკავშირეთა წარუმატებლობამ ესპანეთში და საფრანგეთის მარშლის ვილარის გამარჯვებამ ევგენი სავოიელის ჯარებზე დენენთან (1712) ხელი შეუწყეს საფრანგეთთან დაზავებას. ომი ესპანური მემკვიდრეობისათის დამთავრდა უტრეხტის ზავით (1713) და რაშტატის ზავით (1714). ფილიპ V ბურბონს დარჩა ესპანეთის ტახტი და კოლონიები იმ პირობით, რომ მის მემკვიდრეებს უარი უნდა ეთქვათ საფრანგეთის ტახტზე. ავსტრიის ჰაბსბურგებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდში (ბელგია) და იტალიაში (მილანის საჰერცოგო, ნეაპოლის სამეფო და სხვ.), ინგლისმა გიბრალტარი და კ მენორკა, ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში აფრიკელ ზანგ მონათა ვაჭრობის მონოპოლიის უფლება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება