რაშტატის ზავი
რაშტატის ზავი – საერთაშორისო ხელშეკრულება. დაიდო საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიას შორის 1714 წლის 7 მარტს, წარმოადგენდა 1713 წლის უტრეხტის ზავის დამატებას, აღნიშნული ზავების შედეგად დამთავრდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1714). 1713-1714 წლების განმავლობაში ეს ზავი მომზადდა საფრანგეთის მარშალის კლოდ ლუი ჰექტორ ვილარისა და ავსტრიელი პრინცის ევგენი სავოიელის მიერ.
კარლ VI ჰაბსბურგმა სცნო საფრანგეთის მეფე ფილიპე V ბურბონის უფლება ესპანეთის სამეფო ტახტზე, სამაგიეროდ ავსტრიის ხელში გადავიდა ესპანეთის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ესპანეთის ნიდერლანდი, ჩრდილოეთ იტალია მილანითურთ, ნეაპოლის სამეფო, ტოსკანის ნაწილი, სარდინია. საფრანგეთს უნდა დაებრუნებინა რაინის მარჯვენა ნაპირზე მის მიერ ხელში ჩაგდებული ბრაიზახი და სხვა ქალაქები და დაენგრია თავისი ციხესიმაგრეები რაინისპირეთში. რაშტატის ზავის პირობები დაამტკიცეს გერმანელ თავადთა ბადენის კონგრესზე (1714 წლის ბადენის ზავი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 311.
- R.R. Palmer, Joel Colton, Lloyd Kramer (2002). A History of the Modern World. ISBN 0-07-250280-0.