აუგსბურგი (გერმ. Augsburg) — საუნივერსიტეტო ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარეში. შვაბიის დედაქალაქი. იგი მდებარეობს ალპების მთისწინეთში, მდინარეების ლეხისა და ვერტახის (დუნაის აუზი) შესართავთან. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 264 708 კაცს შეადგენს. ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამეა ბავარიაში მიუნხენისა და ნიურნბერგის შემდეგ.

ქალაქი
აუგსბურგი
Augsburg
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბავარია
შიდა დაყოფა Augsburg-Innenstadt, Oberhausen, Augsburg-Bärenkeller, Augsburg-Firnhaberau, Augsburg-Hammerschmiede, Augsburg-Lechhausen, Q760487?, Pfersee, Augsburg-Hochfeld, Q760462?, Q760501?, Augsburg-Hochzoll, Augsburg-Haunstetten, Augsburg-Göggingen, Augsburg-Inningen, Augsburg-Bergheim და Augsburg-Universitätsviertel
კოორდინატები 48°22′00″ ჩ. გ. 10°54′00″ ა. გ. / 48.36667° ჩ. გ. 10.90000° ა. გ. / 48.36667; 10.90000
მმართველი Eva Weber
დაარსდა ძვ. წ. 15
ფართობი 146.87 კმ²
ცენტრის სიმაღლე 489 მეტრი, 498 მეტრი, 482 მეტრი
მოსახლეობა 301 033 (31 დეკემბერი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0821
საფოსტო ინდექსი 86150, 86199, 86152, 86153, 86154, 86156, 86157, 86159, 86161, 86163, 86165, 86167, 86169 და 86179
საავტომობილო კოდი A
ოფიციალური საიტი https://www.augsburg.de/
აუგსბურგი — გერმანია
აუგსბურგი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 15 წელს რომაული სამხედრო ბანაკის ადგილას. VIს-დან იგი იყო ეპოსკოპოსის რეზიდენცია. 1276წ. მოიპოვა თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლებები. XV-XVI ს.ს. აუგსბურგი წარმოადგენდა გერმანიის აღორძინების კერას, მნიშვნელოვან სავაჭრო-საფინანსო ცენტრს და სხვ. 1534-1538 წ.წ. ქალაქი მოიცვა რეფორმაციამ, ხოლო 1555 წ. აქ დაიდო აუგსბურგის რელიგიური ზავი. ფაშისტური გერმანიის პერიოდში აუგსბურგი იყო მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო ცენტრი. კერძოდ, აქ მდებარეობდა ცნობილი „მესერშმიტის“ ქარხნები. 1945-49 წ.წ. აუგსბურგი ამერიკის საოკუპაციო ზონაში შედიოდა.

არქიტექტურა რედაქტირება

აუგსბურგის არქიტექტურულ ძეგლთაგან აღსანიშნავია XIს-ის რომანული ტაძარი, რომელიც 1326-1431 წ.წ. ნაწილობრივ გადაკეთდა გოთური სტილის ტაძრად. ქალაქში მდებარეობს აღორძინების ხანის მნიშვნელოვანი ნნაგებობანი. კერძოდ, ბანკირ ფუგერების კაპელა (1509-1517 წ.წ.), ი. ფუგერის სახლი (1512-1515წ.წ.), რატუშა (1615-1620 წ.წ), ხელოსანთა დასახლება „ფუგერაი“ (1516-23წ.წ.), რომელიც შედგება რეგულარული სისტემით განლაგებული 53 ტიპობრივი ორსართულიანი სახლისგან და სხვ.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022DESTATIS, 2023.