კრისტინა მარია დე ბურბონი

კრისტინა მარია დე ბურბონი (იტალ. Cristina di Borbone-Francia, ფრანგ. Chrestienne de France, ინგლ. Christine of France; დ. 10 თებერვალი, 1606 — გ. 27 დეკემბერი, 1663), აგრეთვე ცნობილი როგორც კრისტინა ფრანგი, ქრისტინა მარია დე ბურბონი ან ქრისტინა ფრანგისაფრანგეთისა და ნავარის პრინცესა. ანრი IV-ისა და მისი მეორე, იტალიელი მეუღლის - მარია მედიჩის შუათანა ქალიშვილი. 1630-1637 წლებში სავოიის ჰერცოგინია როგორც ვიტორიო ამადეო I-ის მეუღე. 1638 -1648 წელს იყო კარლო ემანუელე II-ის რეგენტი.

კრისტინა მარია დე ბურბონი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 26 ივლისი, 1630
მმართ. დასასრული: 7 ოქტომბერი, 1637
წინამორბედი: კატალინა მიკაელა ესპანელი
მემკვიდრე: ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 თებერვალი, 1606
დაბ. ადგილი: ლუვრი, პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 27 დეკემბერი, 1663 (57 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
მეუღლე: ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი
შვილები: ფრანჩესკო ჯაკინტო, სავოიის ჰერცოგი
კარლო ემანუელე II, სავოიის ჰერცოგი
მარგერიტა ვიოლანტა, პარმას ჰერცოგინია
ჰენრიეტა ადელაიდა, ბავარიის კურფიურსტი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი IV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

საფრანგეთის და ნავარის პრინცესა (1606-1619)

რედაქტირება
 
კრისტინა დე ბურბონის პორტრეტი ბავშვობაში

კრისტინა მარია დაიბადა 1606 წლის 10 თებერვალს, პარიზში მდებარე ლუვრის სასახლეში. იგი იყო მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი ანრი IV-ისა და მარია მედიჩის - საფრანგეთის სამეფო ოჯახში. იგი იყო საფრანგეთის და ნავარის მეფე - ლუი XIII-ისა და ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალ - ელიზაბეტა დე ბურბონის უმცროსი და. თუმცა მათ გარდა მას ჰყავდა ორი უმცროსი და-ძმა : ორლეანის ჰერცოგი - გასტონ დე ბურბონი და შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი - ანრიეტა მარია დე ბურბონი.

1610 წლის 14 მაისს მოკლეს კრისტინას მამა, ამიტომაც ტახტზე მისი უფროსი ძმა - ლუი XIII-ე ადის, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად მათი დედა - მარია მედიჩი დაინიშნა. 1615 წელს გათხოვდა კრისტინას უფროსი და ელიზაბეტა, ამიტომაც კრისტინამ სამეფო კარზე მადამ როიალის ტიტული მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემდეგი ის უნდა გათხოვილიყო. ფრანგული წესისამებრ ეს ტიტული გადაეცემოდა კრისტინას უმცროს დას - ანრიეტა მარიას.

პიემონტის პრინცესა (1619-1630)

რედაქტირება
 
ვიტორიო ამადეო I, კრისტინას მეუღლე

1619 წლის 10 თებერვალს ლუვრში კრისტინა დაქორწინდა სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ზე. აქედან მიენიჭა კრისტინას პიემონტის პრინცესის ტიტული, ვინაიდან ვიტორიო ამადეოს მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მაშასადამე ვიტორიო მხოლოდ ტახტის მემკვიდრე იყო. ვიტორიო ამადეოს მშობლები იყვნენ სავოიის ჰერცოგი შარლ ემანუელ I და ესპანეთის ინფანტა კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი (კატალინა 1597 წელს გარდაიცვალა). კატალინა მიკაელა კი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მეუღლის, ფრანგი პრინცესის - ელიზაბეტა ვალუას ქალიშვილი. ელიზაბეტა კი ანრი II-ის და ეკატერინე მედიჩის ქალიშვილი იყო. აქედან გამდინარეობს, რომ კრისტინა და ვიტორიო ნათესავები იყვნენ, თანაც ახლო. კრისტინას არ მოსწონდა სავოიური კულტურა ამიტომაც იქ მან თავისი ფრანგული კულტურა ჩაიტანა და მისი გავრცელება დაიწყო. კრისტინა დაბინავდა მადამას პალაცოში და იქიდან ცდილობდა აეღორძინებინა სავოიური კულტურის განვითარებას. ასევე ქალაქ ტურინში ააშენებინათ დამატებითი, გრანდიოზული სამეფო სასახლე.

მალე კრისტინამ იმდენი გააკეთა, რომ თავის დას - ანრიეტა მარია დე ბურბონს, რომელიც მეფე ჩარლზ I-ის მეუღლე იყო, თავისი საასახლეების და ჩაცმულობის ბრწყინვალებით აჯობა კიდეც. გარკვეულწილად ეს დები ერთმანეთში მეტოქეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანრიეტა და კრისტინა მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, დედოფალი ანრიეტა კრისტინას მაინც სწერდა თბილ მოკითხვის წერილებს და კრისტინაც თბილადვე პასუხობდა, ეს კი ალბათ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ გულის სიღრმეში მათ მაინც უყვარდათ ერთმანეთი.

სავოიის ჰერცოგინია (1630-1637) და რეგენტი

რედაქტირება
 
კრისტინა მარიას პორტრეტი, შეიქმნა 1633 წელს

1630 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა ვიტორიო ამადეოს მამა, ჰერცოგი შარლ ემანუელ I. ამავე წელს ჰერცოგი ხდება ვიტორიო ამადეო I, ხოლო კრისტინა მარიას, როგორც მის მეუღლეს ავტომატურად მიენიჭა სავოიის ჰერცოგინიის ტიტული. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ რაღაც შვიდ წელიწადში, 1637 წლის 7 ოქტომბერს ვიტორიო გარდაიცვალა, ტახტზე კი ადის კრისტინას ვაჟი ფრანსისკი. 1638 წელს ფრანსისკიც გარდაიცვალა, ამიტომაც ჰერცოგი კრისტინას მეორე ვაჟი - შარლ ემანუელ II გახდა. მაგრამ ეს ასე მარტივად არ მომხდარა, როდესაც ფრანსისკი გარდაიცვალა სავოიის ტახტისათვის კრისტინას ვაჟებმა სამოქალაქო ომი დაიწყეს. მის ვაჟებს აქეზებდნენ და აფინანსებდნენ ესპანელები რომლებსაც სავოიის დაპყრობა სურდათ და ამ გზით ასუსტებდნენ მას.

ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ კრისტინამ გაიმარჯვა და ტახტზე შარლ ემანუელი დასვა, თავად კი მისი რეგენტი გახდა. 1642 წელს მშვიდობის დამყარების შემდეგ, მის შესანარჩუნებლად ნიცის გრაფს მიათხოვა თავისი ქალიშვილი ლუიზა კრისტინა. 1648 წლამდე სავოიას ერთპიროვნულად მართავდა კრისტინა, თუმცა ამის შემდეგ მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდება და იგი უბრალოდ ჰერცოგის დედა გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად, კრისტინა სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა რეგენტის მოვალეობებს და შვილის ნაცვლად მართავდა ქვეყანას.

1663 წლის 27 დეკემბერს სავოიის დედაქალაქ ტურინში კრისტინა გარდაიცვალა, 57 წლის. იგი მალევე დაკრძალეს ქალაქ ტურინში მდებარე სენტ ანდრეას ბაზილიკაში, მისი მეუღის გვერდით.

1619 წელს კრისტინა დაქორწინდა სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ზე, რომელთანაც 8 შვილი შეეძინა:

  1. მკვდარშობილი ბავშვი (1621)
  2. ლუი ამადეუსი (1622-1628)
  3. ლუიზა კრისტინა (1629-1692), ცოლად გაჰყვა ნიცის გრაფ მორის სავოიელს
  4. ფრანსისკი (1632-1638), სავოიის ჰერცოგი
  5. შარლ ემანუელ II (1634-1675), სავოიის ჰერცოგი, იქორწინა ორჯერ : პირველად ფრანსუაზა მადლენა დ' ორლეანელზე, ხოლო მეორედ მარია ჟანა სავოიელზე
  6. მარგარეტ იოანდე (1635-1663), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ რანუციო II-ს
  7. ჰენრიეტა ადელაიდა (1636-1676), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურტფიუსტ ფერდინანდ მარიას
  8. ეკატერინე ბეატრიჩე (1636-1637)

ლიტერატურა

რედაქტირება
  •  Oresko 2004, p. 20.
  •  Oresko 2004, p. 21.
  •  Oresko 2004, p. 21-23.
  • Oresko 2004, p. 18.
  • Participant: Brooke Shields; Director: Harvey Lilley; Executive Producer: Lucy Carter (4 July 2010). "Brooke Shields". Who Do You Think You Are? - USA. Episode 2. United Kingdom. BBC. BBC One. Back in New York, Brooke sets out on the trail of her very different paternal ancestry, the family of her paternal grandmother, the glamour heiress Marina Torlonia. Her journey takes her to Rome where she discovers that as bankers to the Vatican, the Torlonia family became one of the wealthiest and most influential families in 19th-century Italy. But it doesn't end there - on the trail of yet another illustrious ancestor, the mysteriously titled 'Madame Royale', Brooke heads to Paris and the very heart of French nobility.
  • Princess Michael of Kent. The Serpent and the Moon: Two Rivals for the Love of a Renaissance King, Simon and Schuster, Sep 13, 2005. Index. Princess Michael Descent Chart
  •  Robert Knecht, Renaissance France, genealogies; Baumgartner, genealogical tables
  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644-1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება